„ჯიგრულ პონტში“ მოსულა,
ლაურაც და
ურსულაც;
საჭორაოდ, სააშიკოდ,
სუფრის ასატროკებლად...
გაუმხელელ ალერსში;
ტუტუნში და
ფრთხიალში,
სამეგობროდ გერჩივნოთ,
სოფლის მარგალიტები;
საოცნებო ტრფიალში;
მორცხვად დაგეშილები,
შრომის მოყვარულები,
კერიის ერთგულები...
მეთორმეტე კლასის
მოსწავლე
გახლდათ; აზროვნებაში გაწაფული; მეტადრე, ლიტერატურულ–მეცნიერული სიახლეები
იზიდავდა. თანაც, გვარიანი
შესახედი და
გულისხმიერი იყო;
ბევრ გოგოს
მოსწონდა,, მაგრამ, როცა
ეს ლექსი
რაიონულ
გაზეთში დაიბეჭდა,
თან პრემიაც
დაიმსახურა; აშკარა
თუ ფარულმა
თაყვანისცემლებმა, მისდამი
ინტერესი დაკარგეს,
რადგან, მთის ფერდობზე შეფენილ
სოფელში, გოგო
თუ ბიჭი, ყველა, თითქმის, ერთიანად,
ქალაქში სწავლის
გაგრძელბაზე თუ
ცხოვრების მოწყობაზე
ოცნებობდა, ზოგს,
უკვე ევროპაც კი,
თავისებურად გათავისებული
პქონდა.
ერთმა შინაბერა
მასწავლბელმა, რომელიც
სხვადასხვა კლასებში
ხან ისტორიას,
ხან გეომეტრიას, ხან ინგლისურსაც კი
ასწავლიდა, ვითომდა
სიყვარულით „რაიონის საუკეთესო
სასიძოდ“
მონათლა.
„ეგ,
სოფლის იდილია
გამოდგა, თავისთავის
ფასი არ
იცის, და
თანამედროვე ქალის
უნარებს, რას
შეაფასებსო.“ წაიფილოსოფა „ინტელექტულურ“ მიმართებით, მისმა
მოჯიბრე თანაკლასელმა, მაგრამ ნიკოსთვის,
მეტად საწყენი
ის იყო,
რომ ნინომაც
კი, თვალის
არიდებას მოუხშირა, არადა,
ლექსი, ამ
შავგრემანი, ტანმორჩილი,
მაგრამ მისთვის,
რატომღაც, შინაურულად
სანდომიანი,
გოგოს ანდამატით აღძრულმა
დაწერა.
ამან, უფრო განუმტკიცა რწმენა, რომ სოფელში გულდაჯერებითა და მაძიებლური სულისკვეთებით უნდა აეწყო, შაბლონური შრომით გადაღლილი მშობლებისგან განსხვავებული ცხოვრება.
და ათიოდე
წლის შემდეგ,
ბევრისთვის შესაშური მეურნეობა გამართა, უმაღლესიც
დაუსწრებლად დაამთავრა. გონიერი, მოხერხებული, თანასოფლელებზე მზრუნველი, შრომისმოყვარე კაცის ავტორიტეტი დაიმკვიდრა.
ცოლის შერთვას
არ ჩქარობდა,
არც, ვინმე
ეგულებოდა სათავისოდ.
ფიქრი და
ქმედება ევროპიდან
შემოსული გრანტების
მოპოვების; მათი
მეშვეობით მეცხოველეობის ფერმის, სასათბურე
მეურნეობის და
მეფუტკრეობის მოძლიერებისკენ პქონდა
მიმართული... მათში
დასაქმებულ სანათესაო–სამოყვრო თუ
სამეზობლო გარემოსთვის,
სოფლური ყოფიდან,
უიღბლობის განდევნის
კვეს–აბედიც, ის
გახლდათ.
და ევროკავშირისკენ სავალ გზაზე,
შეფერხებები, რომ
შეიქმნა,, მართალია, მმართელ
პარტიასთან უბრად არ
იყო, მაგრამ, მისი
საქმიანობის, ძირითად
საფუძვლად, ქვეყნის
„ევროპული მომავალს“
მოიაზრებდა და
ბევრ თანამემალულესთან ერთად,
საპროტესტო განწყობა,
მასაც დაეფლა,
აიყოლია თანასოფლელები და საკუთარი
მინიავტობუსით დედაქალაქისკენ გამოსწია... აი,
იქ, საპროტესტო
აქციაზე შეხვდა
მრავალი წლის
უნახავ ნინოს,
რომელიც, კაი
გვარიანი მივიწყებული
ჰყავდა...
ქალმა
იცნო, თორემ
ისე ზედაც
არ შეხედავდა,
უნებლიეთ, დემნა
შენგლაიას „ბათა
ქექიადან“, ის
ეპიზოდი გაახსენდა, ნაადრევ
გაზაფხულზე „პარსკევობაზე“
სასეირნოდ გამოსული
ბერიკაცი, თავის
სიყვარულს, რომ
გადაეყარა: უფრო
სწორად, ,საიდანღაც
გამომტყვრალი დდაბერი
შეაჩერდა, კაცმა
ზურგი შეაქცია,
მაგრამ დედაბერი
არ მოეშვა, მერე
ერთგან, თითქოს
მიიმწყვდია, გამოეცნაურა: „დედაბერს
გაეცინა და
სიცილის დროს
ორად ორი
ცერის სიმსხო
ყვითელი კბილი
გულის გასახეთქად
გამოაჩინა.“ არა, მთლად
ასე საფრთხობელად არ ქცეულიყო, ერთ დროს, მასზედ ანდამატივით ზემოქმედი არსება, მაგრამ,
ნიკო ქაოსურად შეშფოთდა
და უნებლიეთ გაიფიქრა: „რას
მერჩოდი?!“
უსიამოვნო განწყობამ ღრღნა დაუწყო, თანაც, მათ გარშემო შემორკალულ თანასოფლელთა ჩამძიებლური კითხვებისა და მისეულ გულუბრყვილოდ აღქმულ „სოფლურ იდილიაში“, იდუმალი ტრფიალის ამღძვრელი, იმ ქალის მონანიე ხმის მოსმენა უწევდა; ვინაც, ბოლომდე გაუაზრებელი ღალატით, მისი ცხოვრება, მართალია დადებითად, მაგრამ, მაინც „ძალდატანებით“ შეცვალა; ყმაწვილის ფიქრში, თავად სიტყვა „ოცნებამ“ ჰაეროვნება და ნდობა დაკარგა.
საუბარს ფრაგმენტულად აღიქვამდა:
„უმაღლესი
ოქროზე დაამთავრა...
არ გაუმართლა... ნათესავმა
საზღვარგარეთ მიიწვია, არც
იქ დაურჩა
იღბალი, ვალები
გადუხდელი დარჩა...
არა, არ
გათხოვილა, არც
უფიქრია; დას,
შვილების გაზრდაში
ეხმარება...
რაც მშობლები
გარდაეცვალა, სოფლისკენ
არ ეძალება გული; კი
იქაურობას, ხშირად
იგონებს... და
უცებ, მგძნობიარედ
წარმოთქვა, ისე
რომ ნიკოსთვის
არც შეუხედია:
ლაურაც და ურსულაც;
საჭორაოდ, სააშიკოდ,
სუფრის ასატროკებლად...
გაუმხელელ ალერსში;
ტუტუნში და ფრთხიალში,
სამეგობროდ გერჩივნოთ,
სოფლის მარგალიტები;
საოცნებო ტრფიალში;
მორცხვად დაგეშილები,
შრომის მოყვარულები,
კერიის ერთგულები...
ხმაში, აცრემლების ნოტი გაუკრთა.
ამას კი, ნამდვილად, არ
ელოდა ნიკო, იქაურობას, ისე
გაეცალა, თითქოს
არაფერი გაუგია;
„მოდელიორთა მარშის“ მხიარულ ტალღას
შეერია და
მოხდენილ ქალიშვილს
ღიმილით შეაჩერდა. ქალიშვილმა გულღიად
შესცინა და
ინტერესით ჰკითხა:
–თქვეენ?
–მე
საცოლის შერჩევა
მინდა? ოღონდ,
მაღალმთიან სოფელში
მაქვს ბიზნესი!–გულღიად მიუგო
ნიკომ.
–მაგას რა ჯობია!...–გაიხარა გოგომ,–რა ხანია მინდა, განსხვავებულ გარემოში, მომავლის მოდელირება...
ჯ.გ.
იხილეთ: © გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
- მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)
- ყოჩივარდას გენეალოგია /იუმორისტული ნოველა/
- აფექტის ფაქტორი / ნოველა/
- ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/
- არიფ–სალბუნი, ანუ ფრაგმენტი სიურრეალისტური სცენიდა...
© გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
Комментариев нет:
Отправить комментарий