*
შეფრენა “სანდო ბიჭად” ითვლებოდა; რა თქმა უნდა, ეს «სანდოობა”, განსაკუთრებულს, არც არაფერს ნიშნავდა, მით უფრო “კაიბიჭობას”, უბრალოდ, სხვის ნათქვამს არ გააბაზრებდა; ეს იყო და ეს. უკვე, ძველებურად, არც “კაიბიჭობას” ჰქონდა გასავალი.
ხალხს, ახლა ის უფრო აინტერესებდა, ვინ რა საქმეში ტრიალებდა, რა მაყუთს აბურთავებდა… ”თუ ფული
გაქვს ჩემი ხარ…” აბა ისე, რა თავში ვიხლი შენს “სანდოობას”, “კაიბიჭობას” და თუნდაც “ძველბიჭობასო”, ასე ფიქრობდა
უმეტესობა.
რომ ვთქვა წარმოსადეგი და მოხდენილი იყო მეთქი, შეიძლება ვინმე დაინტერესდეს, მაგრამ ამგვარი სანათესაოში საერთოდ არ ჰყავდა და შეიძლება დეჭვდნენ ან ნაბიჭვარია ან აყვანილიო.Aარც, ისეთი ნიშანი გამოჰყოლოდა მის გარეგნობას, ვთქვათ კვარკვალა ან მაყვალივით თვალები, რომ მისი პიროვნების სავიზიტო ბარათად ქცეულიყო. არც ნაკითხობით გამოირჩეოდა, თითქმის სკოლაში ყურმოკრული ცოდნის ამარა დარჩა, მერე კი დაამთავრა ერთი ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, უფრო სწორად, დიპლომი თითქმის იყიდა.
Kდახვეწილი მანერებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმც, არც თავხედი იყო; უბრალოდ, თუ ვინმე დროულად მიანიშნებდა უფრო თავაზიანად მოქცეულიყო, პროტესტს არ გამოთქვამდა. სხვების დედის გინებასაც, ისევე უდრტვინელად ისმენდა, როგორც ვისიმე ქებას... თითქოს საშრობივით იწოვდა ავსაც და კარგასაც. მაგრამ არა, უფრო ატარებდა. ჰო, გამტარი იყო, მაგრამ ყველაფერს ისე ატარებდა, რომ თავად, ნაკლებად იმუხტებოდა იმ ყველაფრისგან. თანატოლები უკომფლიქტო ტიპად აღიქვამდნენ, ამას, ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ მხრებში ოდნავ მოხრილი, სუსტი აღნაგობის ყმაწვილი გახლდათ. ასე რომ, უბანში “სანდო ბიჭის” სახელი ჰქონდა.U
Mდა ერთხელაც, შეფრენა ქალაქის ელიტაში “გაიჩითა”. მისი უბნელი იმდროინდელი მმართველი ძალის `ხედვებს~ ამბიცურად მორგებული ზისო, ქალაქის მერიაში თვალსაჩინო თანამდებობაზე, რომ გაძვრა, შეფრენა, რიგითი, საამშენებლო ფირმიდან თავის მოადგილედ გადაიყვანა. მაგრამ უკვე ბიჭი ნამდვილად არ იყო, სამოცს გახლდათ მიტანებული, არადა, ქცევები, ისევ ძველებური ჰქონდა. ამბის გაბაზრება არც ახლა უყვარდა.
ცოლად, თავისივე თანაკლასელი, მორცხვი ევა ჰყავდა, თუმც, არც მთლად მორცხვი ეთქმოდა, მაგრამ კლასში კიდევ იყო სხვა ევა, ახტაჯანა და მოჩხუბარ ბიჭივით შემტევი და მისგან გამოსარჩევად ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით წყნარ ევას “მორცხვი” შეარქვეს.
ქალიშვილები ჰყავდათ, ბუნებით დედამისს ჰგავდნენ, სიტყვაძუნწები იყვნენ, ერთი ცნობილ ბანკში მსახურობდნენ და მიზნად კარიერული წინსვლა ჰქონდათ დასახული.
შეფრენას ცხოვრებაში, გნსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, თუმც, მის გარშემო გამუდმებით ერთი რიარია იყო.
Mმაგრამ ერთხელაც, რომელიღაც პროგრამის განხორციელების ფარგლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად, საზღვრგარეთ ტრენინგებგავლილი ახალგაზრდა კადრი, ოცდაშვიდი წლის შრიანტა დაუნიშნეს. ქალი, გამომწვევი გარეგნობისა გახლდათ, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ რაღაცნაირდ შეკოწიწებული მომხიბვლელობა ჰქონდა. მაგრამ მეტისმეტად ენერგიული ცხოვრების რიტმი ჰქონდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა ნამდვილად
ეხერხებოდა; ორი თუ სამი წინადადებაც საკმარისი იყო მთხოვნელისა თუ საჩივრით მოსულის გასაჭირი, რომ ამოეცნო.
Mასე რომ, მოკლე დროში, “ყურადღებიანი გოგოს” სახელი დაიმსახურა და მოზომილი ემოციებით ”დაღდასმული” შეფრენაც მოხიბლა.
საკუთარი ცხოვრების გადახალისების მოწადინე კაცი, მისი სიყვარულით ნამალევად აენთო. Dერთხელაც, მოძალებულ გრძნობას ვერ მოერია, შესვენებაზე, კაბინეტის კარი გამოკეტა, მერე ლურჯი ფანქარი მაგიდიდან აიტაცა, რომელიღაც ბლანკის უკანა მხარეს ჯერ გაბმით დაწერა “შრრრ... შრრრ... შრრრ...” და მერე სტრიქონები პოეტურად ჩამოწერა; ანუ ლექსი ამოთქვა.
არადა, სულ ორიოდე წუთის წინ, ნამდვილად ვერ იფიქრებდა ამას. შეშინდა, ეს რა მომივიდაო, ფურცლის დახევა მოუნდა, მაგრამ ლექსი, ერთხელ კიდევ, რომ წაიკითხა, იფიქრა ჩემი ჭკუის პატრონს, ასე გამართული ლექსი როგორ გამომივიდაო, შეყოვნდა. ზუსტად
ამAდროს მდივანმა ლენამ კარზე დააკაკუნა, ბუფეტიდან ყავა და ხაჭაპური ამოგიტანეო.
Kკაცმა ფურცელი, მაგიდის კიდეში დაწყობილი ბლოკნოტების ქვეშ დამალა.
შეფრენას ძველისძველმა ნაცნობმა დრო იხელთა და მდივანს ფეხდაფეხ შემოჰყვა.
სადილზე მისაპატიჟებლად იყო მოსული, სხვა დროს იგი ნამდვილად უარით გაისტუმრებდა, მისი მონატრების საბაბით, მაგრამ, რომელიღაც საქმის მოსახლაფორთებლად დაუკითხავად შემოჭრილ იმ ნაცნობს. ოღონდ, ახლა, ასე ეგონა, რაღაც დანაშაულზე წაასწრეს და მის ნებას ადვილად დაჰყვა.
წასვლის წინ კაბინეტის კარი გასაღებით საგულდაგულოდ დაკეტა.
Mმაგრამ სულ ორიოდე საათში, იმ ლექსის შინაარსი, თითქმის მთელმა აპარატმა იცოდა, ადრესატად მიჩნეული შრიანტამ ღიმილით თქვა:
_მერე რა მოხდა, გრძნობის გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს აქვს... მშვენიერი ლექსია, ხალხურ სტილში, თითქმის დიდაქტიკური... ალბათ, წინაპარი, ვინმე ხალხური მოლექსე ჰყავდაო.
Mმდივანს, რომელმაც ჩაკეტილი კაბინეტი, შრიანტას მიერ მომზადებული საბუთის მოსაძებნად, სათადარიგო გასაღებით გააღო, ძალზე სურდა ეგ ამბავი მიეჩქმალა, მაგრამ ის ”ბლანკი” შემთხვევით თუ ბედისწერის კანონით, თავად საზოგადოებასთან ურთიერთობების გასაღრმავებლად მოვლენილმა ახალგაზრდა ქალმა აღმოაჩინა. მის სამოქმედო გეგმაში ისიც შედიოდა, რომ აპარატის მუშაკები, ყოველი ჩინოვნიკი უფრო მეტად გახსნილი ყოფილიყო საკუთარი თავის წინაშე, შესაბამისად კი, საზოგადოების წინაშეც.
Dდა იმას, რომ გულჩათხრობილმა განყოფილების გამგის მოადგილემ მოძალებული გრძნობა ლექსად ამოაფრქვია, უადაოდ თავის საქმიანობის წარმატებად თვლიდა.
Aასე, რომ ნაბახუსევზე, სამსახურში მიკონწიალებულ შეფრენას თანამშრომლები ოვაციებით შეხვდნენ. აბა რ, გაიხსნა ადამიანი, მაგრამ ეს ხომ მისი პირადი ცხოვრება იყო; ასე რომ ვერ მოზომა, თავისი ექსპერიმენტის წარმატებით აღტყინებულმა შრიანტამ.
შეფრენა ამ ემოციების მიზეზს, რომ მიხვდა დაიბნა. გაწითლდა და სუნთქვა შეეკრა, ძლივს მოასულიერეს.
შრიანტა თავს დასტრიალებდა, უხსნიდა, რომ მან აქამდე სრულიად დაფარული ნიჭი გამოამჟღვნა, რომ მასში სასიკეთო გარდატეხა მოხდა, ყურის ბიბილოებიც კი მოუსრისა ნაზად.
შეფრენას ხასიათი გამოუკეთდა, (უკაცრავად, ისე მისი ნმდვილი სახელი შალვა გახლდათ) შრიანტას მზრუნველობამ იმედი გაუღვივა და უნებლიეთ გაიხსენა, აბა როგორ ჩემი ერთი პაპა, დედაჩემის დედის მამა ფშაველი იყო, კაფიაობა უყვარდა და ალბათ ჩემს ძარღვებში იმის სისხლმა იყივლაო.
მაშინ, მე პასუხი სწრაფად უნდა გამეცა, არ მოერიდა საკუთარი თავის მხილებას შრიანტა (უკაცრავად მისი ნამდვილი სახელი შორენა გახლდათ) და მალე საზოგადოებასთან ურთიერთობის დახვეწის თუ გამარტივების პროგრამაში, ახალი ჩანაწერი გაჩნდა: “ათწუთიანი შესვენება კაფიაობისათვის, თანამშრომელთა განმუხტვის მიზნით).
შეფრენა “ნოვატორულად” გამოიყურებდა, მისი ლექსის სათაური “აუხდენელის ტრფიალში” იმავ დღეს მოარულ ნიშნისმოგებად იქცა.
Lლექსაც ბევრი უქებდა. თავად კი, ფიქრში უკვე თავმომწონედ ღიღინებდა:
რა დაგიშავე ქალაუ,
რათა ხარ, ასე ტურფაო,
მე რაღაი ვქნა, ასაკ მაქვს,
დამიწუნებენ ლტოლვასა...
გული თავისას არ იშლის,
ისევ ნედლია ჭარმაგი,
ვაითუ, ხელი წამიცდეს,
მიწვევ და გამითამამდი…
წადილი ისე ჩაგვითრევს,
ჭკვა ვერ იქნება თავდები,
ისა სჯობს, ცოტა დავუნჯდე,
მივჩქმალო გულისნადები...
შენ ტოლს მოძებნი, აამებ,
არAჩაგეთვლება ცოდვადა,
აუხდენელის ტრფიალში,
ვინძლო შეგრჩები მუზადა...
მოკლედ, შეფრენა გამააყებული გახლდათ, თუმც ამას მალავდა.
ეს ლექსი საგანგებოდ დავტოვე წაიტრაბახა მერე, მაინტერესებდა რა რეაგირება ექნებოდა ჩვენს ექსპერიმენტატორს, ახალი იდეის ჩაწოდება მინდოდაო.
Eეგ უკვე გამოწვევაო, მიუხმატკბილა ახალგაზრდა, საზღვარგარეთ ტრენინგებგავლილმა ქალმა, ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია, არ მეგონა ჩვენი ხელმძღვანელი ასეთ ნიჭს თუ ფლობდაო.
სიურპრიზი შენ მერე ნახეო, გათამამდა კაცი და გულში თავდაპირველი გრძნობა, კვალავ შეუთამაშდა.
შალვა შინ გალაღებული დაბრუნდა, გზაში მანქანის საჭესთან სულ თავის შედევრს ამუღამებდა. “საინტერესოა, პასუხად რას დამიწერს, მგონი, მოსწონს, ასე მოხერხებულად, რომ გავეარშიყე...” გაიფიქრა ერთგან და მეხსიერებაში შემორჩენილი თავის პაპას მიესიყვარულა. “იქნებ, დამაწინაურონ კიდეც...” წამოუსკუპდა გონში..
სახლს, რომ მიუახლოვდა, მაინც ძველმა სიფრთხილემ იჩინა თავი და გადაწყვიტა ამ მოულოდნელი სამსახურებრივი “ექსპერიმენტის” შესახებ არც არაფერი გაემხილა.
Mმაგრამ ბინაში შესულს ცოლმა, ისე ზიზღით შეხედა, კაცი უმალ წახდა.
_აუხდენელის ტრფიალში არა, ერთი მე მკითხე!_ჯიქურ მიახალა.
Aამგვარი მხილებით განიარაღებული შეფრენა დაიბნა.
_რა აუხდენელი?!_გაუბედავად ჩაილუღლუღა.
_გაგიკვირდა ხომ? ყველა შენი ნაბიჯი ვიცი, აბა რა გეგონა, წავიდა ის დრო ამ სახლის ამბების გარდა, არაფერი რომ არ მომეკითხებოდა.
_რა აუხდენელი?!_ჩაიხვია კაცმა.
_ერთი მე მკითხე, ამდენი წელია შენთან ვცხოვრობ და მიყვარხარო, წესიერად არც კი გითქვამს,_ერთი მე მკითხე, მე მკითხე ერთი, ბარე, ოცდაათი წლის ცოლქმარი ვართ და ამ ხნის მანძილზე, ამ ხნის მანძილზე ორგაზმი ერთხელაც არ განმიცდია!_მორცხვი ევა ნამდვილად არ გავდა საკუთარ თავს.
შეფრენაც არ გავდა შეფრენას, გაოგნებული მიჩერებოდა ქალს.
_რა ვიცი სულ კვნესოდი და კრუსუნებდი?!_უნებლიეთ ჩაილაპარაკა თავდაცვის მიზნით.
_აბა ჰო, აუხდენელის ტრფიალში..._ჩაუქარაგმა უცებ ცოლმა, სახეზე ერთიანად მოდებოდა სიწითლე.
Kუცებ კანკალმა მოიცვა და წამლების მისაღებად სამზარეულოსკენ გაქანდა.
შეფრენა საშინლად შეურაცხყოფილი იყო, მაგრამ ხმის გაღებას ვეღარ ახერხებდა. “კიდევ კარგი, გოგოები, ჯერ რომ არ დაბრულებულან...” უმწეოდ გაიფიქრა მერე. თავის ოთახში შევიდა და საწოლზე პირქვე დაემხო.
“ეს ორგაზმი, საიდან მოიგონა?!”
Aახლა გაახსენდა, რომ არც არასდროს დაინტერესებულა, რას განიცდიდა ევა, როცა მას საალერსოდ მიეძალებოდა. Uუბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ ცოლიც სიამოვნებას განიცდიდა, აბა, ასე გამბით, ტყუილად ხო მარ კვნესისო, ფიქრობდა გულუბრყვილოდ. ფიქრში,Fუნებლიეთ მის “სიმორცხვესას” უსვამდა ხაზს; მორცხვია, მაგრამ, მაინ ვერ ითმენს და გამომწვევად კვნესისო...
Dდა აი, უცებ...
“მგონი, თავიდან დაეწყო ეს კლიმაქსი, არ იცის, რა ლაპარაკობს...” ცდილობდა საკუთარი თავის დამშვიდებას.
Mმაგრამ მის მოტივს “მორცხვი ევას” ნიშნისმოგებით ნათქვამი ატერორებდა:
“აბა ჰო, აუხდენელის ტრფიალში...”
2013
***
***
- ფირფიტების სევდა
- ”ინგრამა” (ნოველა)
- გენეტიკით ჩასაფრებული (ნოველა)
- გიჟმაჟური დივერსია /მოთხრობა/
- უნიათოს მეტამორფოზა (იუმორისტული ნოველა)
- ღალატის გემო თუ ”ინტელექტუალური” გათვლა /ნოველა/
- რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
- ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)
- ძაღლები
- ზედმიწევნით ახირებული კაცი
- ზიგზაგები (მოთხრობა) / The Zigzags (Story)
- ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული)
- ”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /...
- ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
- გრიგალში
- ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny s...
***
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
***
Комментариев нет:
Отправить комментарий