пятница, 7 апреля 2017 г.

კომერციული ალიბი /იუმორისტული ნოველა/



_ზოგს გაუმართლა, ზოგს არა, ბევრმა, ისე ლამაზად მოწნა ცოდვების ბუდე და იქედან, ის მომხიბლელედ ჟღურტულებს... უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა. გარეგნობაც გაილამაზა და ყოფაც, არც ფიქრი აქვს მეტისმეტად დამძიმებული და არც სული... სხვა, ჩარჩა იმ თავის პატიოსნებაში, დაბედებული სიმორცხვე ვერ დასძლია, არადა, ნამალევად, ოცნებაში, თავისუფლებისკენ მიილტვის, მაგრამ ის თავდაჭერილობაც არ ეთმობა, და წვალობს ასე, იღბალი რო არ გექნებაო, ფიქრობს და ცდილობს, რითიმე გაალამაზოს და გაამართლოს, თავისი მარტოსული ყოფნა, ახერხებს კიდეც..._გალაღებული ალეფილოსოფიური აზრების ფრქვევასაზარტით მიუყვებოდა,_მერე სანახევროდ შევსებული ბოკალიდან ღვინო შეპარვით მოსვა.
ვიღაც თვალებაბრიალებული გოგო მიუჩოჩდა და ქვემოდან ორაზროვნულად შესჩივლა:
_მეე?!
_შენი დროც მოვა..._ჩამოსჩურჩულა კაცმა და ვიღაც უცნობი, მკერდსავსე ქალი მუსიკის ნელ რიტმზე საცეკვაოდ გაიწვია.
ალე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოდნავ მომაღლო, ოდნავ მოხდენილი და შიგადაშიგ ნიჭიერი კაცი, ეგრეთ წოდებულ ხელოვანთატუსოვკებისცოცხალი ”კლასიკოსი” გახლდათ. მართალია, გამოქვეყნებული, მხოლოდ ორიოდე საყველპურო შენიშვნა თუ ჰქონდა, მაგრამ სამომავლოდ დასაწერ რომანების შესახებ, ისე მხურვალედ გააბამდა საუბარს, მსმენელს შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ვიღაც ახლობელის ბიბლიოთეკის თაროდან გადმოღებულ და ნაჩქარევად თვალგადავლებულ წიგნიდან იხსენებდა ეპიზოდებს.
ალეც ალღოიან კომპილიატორივით წაკითხულსა თუ გაგონილს მისტიურობის საბურველში ხვევდა, თხრობის აზარტში შესული გონებაში უნებლით წამოფრენილ აზრსაც მოხდენილად ჩაურთავდა, მერე გაზეპირებულ სენტენციებსაც იშველებდა და ზოგჯერ მსმენელ-მაყურებელთა ოვაციებსაც იმსახურებდა.
 მაგრამ, შინ, განმარტოებული, როგორც კი საბეჭდ მანქანას მიუჯდებოდა, მხატვრული თვალსაზრისით, ორი წინდადების სრულად გამართვასაც კი ვერ ახერხებდა.
არადა, მისი ინტერვიუებით, რომელთა ინტერვიუერები, უმეტესად ახალბედა ჟურნალისტები, ან იმტუსოვკებზეგაჭაღარავებული დილეტანტები იყვნენ, ხშირად იბეჭდებოდა არამცთუყვითელ პრესაში”, არამედ, სახელმწიფო იდეურობით გამორჩეულსოლიდურგამოცემებში.
მის ახირებულ აზრებს ინტერესით კითხულობდნენ. განსაკუთრებით მისი მომავალი რომანების სათაურები იქცევდა ყურადრებას.
და იყო მერე კულუარული ლაქლაქი; “ალე, თურმე ახალ რომანს ჩაუჯდა, მაგრად დამაინტერესა, მოთმენლად ველოდები მის გამოსვლას...”;
მაგარი სიუჟეტია...”; “იცი, მგონი ჩვენებურიკოზანოსტრასშიდაინტრიგების ამოტრიალებას აპირებს...” და ასე შემდეგ.
მორიგ ინტერვიუერთან კი, მორიგ სათაურსა და სახელდახელო ფაბულას გაახმაურებდა გამოჩენილ, ზოგჯერ დიდ შემოქმედად შესახელებულიმწერალი-რაინდი”. ეს წოდება მას, თავად კულტურის მინისტრმა მიანიჭა, რომელსაც, როგორც ამბობდნენ მეტალში გამოსახული ამგვარიწოდებები”, კოსტიუმის შიგა ჯიბეებით დაჰქონდა, ისე ყოველი შემთხვევისათვის.
და ასე, მართლაც პოპულარული იყო, თავისი კოლორიტული აზრებით გამუდმებით იზიდავდა ჩიტირეკია ჟურნალისტებსა თუ მიმომხილველებს.
წიგნის გაჩუქება არ მიყვარს, წიგნი ყველაზე ძვირფასია ჩემს ცხოვრებაში და არ მგონია ოდესმე გასასხვისებლად გავიმეტო...” ხუმრობდა ზოგჯერ, რაც ზოგიერთ დაკვირვებულ ლიტერატორში ზრდიდა ეჭვს, რომ ალეს რომანებში ბუნებაში, საერთოდ არ არსებობდა.
ერთხელ მხიარულად გაიფიქრა კიდეც, ”რა მნიშვნელობა აქვს რას დაწერ, უმეტესობა, ხომ მაინც არაფერს კითხულობს, ნაღდს და პლაგიატს, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, მთავარია ღირსეულად იხმაურო...” ინტერესის ამღვძრელი ხმაური კი მართლაც გამოსდიოდა, ასე რომ თავისებურად ნიჭიერიც კი იყო, და ზოგჯერ შეზარხოშებული საკუთარ თავს საკვირველ ინტერპრეტატორს, ან ინტერპრეტაციების მაგისტრს უწოდებდა. რითაც მისეულშემოქმედებისადმითავგზის ამბნევ ინტერესს ზრდიდა.
მაგრამ, ერთხელაც ვიღაცამ პრესაში გამოქვეყნებული ალესეული  სათაურების მიხედვით მისი რომანების მოძიება-მოკვლევა მთელი პასუხისმგებლობით ისურვა და თავადაც გაკვირვებული დარჩა, მსგავსი სათაურებით გამოცემულ წიგნებს, ვერსად ვერ მიაგნო.
რა მოხდა მერე, ყველა ეს რომანი გამოსაცემად მზად არის და თითოეული თავის დროს ელოდებაო, არ შეიტეხა მან. მაგრამ მისი სახელი მაინც დაზარალდა, გაზეთებში უკვე გამოჩნდა მამხილებელი წერილები; “ავანტიურისტი, აფერისტი, ყალთაბანდი”, უკვე, ხშირად თანსდევდა მის სახელს. ნუსაზოგადოებამისგან, დაჟინებით ითხოვდა იმ გადამალული რომანებიდან, ერთი მაინც გამოეტანა სააშკარაოზე. ასე რომ ალეს პოპულარობამ, თანდათანობით  ნათელი ფერები დაჰკარგა და მძაღე სიმუქე შეიძინა.
თავდაპირველად, ამგვარი სიშიშვლისგან აღგზნებულმაინტერპრეტაციების მაგისტრმათავგამოდებით მოინდომა, რაღაც ერთ კვირაში შედევრი დაეწერა, მაგრამ საქმეიმ ორი წინადადების იქითარა და არ მიდიოდა. “მწერალ-რაინდსლამის თვითმკვლელობაზე ფიქრი დაეპატრონა და აი, მობილურზე ვიღაც ქალმა დაურეკა.
თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს და სასურველია ამ დღეებში ერთმანეთს შევხვდეთო.
არა, არა ინტერვიუს აღარ ვიძლევიო, უმალ გააპროტესტა ალემ.
_მე თქვენი გულშემატკივარი ვარ..._თითქოსდა, ნდობით აღჭურვილი ხმით გაენდო ქალი,_შემხვდით და ჩემი წინადადებით კმაყოფილი დარჩებით, ეს თქვენ ლიტერატურულ მომავალს ეხება..._თითქოს, თავისებურად დაანამუსა.
ალე იჭვით განეწყო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ თავისი ჰქნა და მისგან ინტერვიუერად მიჩნეული შინ მიიპატიჟა.
მარტოხელა კაცი იყო და თავის დროზე, მიუხედავად მისი პოპულარობისა, არც ისე ხშირად ჰქონდა სასიყვარულო რომანი.
იმედი აღეძრა, იქნებ ახლა, მაინც გამიმართლოსო, მაგრამ, როცა მისი კარის ზღურბლს იქით მდგომი, გამხდარი, თითქმის შეუხედავი, მომცრო ტანის გოგო იხილა, გუნება წაუხდა.
გოგომ იმის შიშით კარი არ მომიკეტოსო, ოთახში მარჯვედ შეაღწია, მხარზე გადაკიდებული ლურჯი ჩანთიდან ნოუთბუქი ამოაძვრინა.
 “ესეც ჩემი ბედიო...” გაიფიქრა გულდაწყვეტილმა ალემ.
_მინდა ალიბი შეგაშველოთ!_თითქოს დაანამუსა გოგომ.
_რა ალიბი?!_შეკრთა ალე.
_თქვენი ზეპირი რომანები, უკვე რედაქტირებულია და გამოსაცემად მზადაამხოლოდ თქვენი თანხმობა უნდა..._სტუმარი ნიშნისმოგებით უცქერდა.
მაშაყირებს, ვიღაცამ მომიგზავნა...” გაკენწლა ალეს და ის იყო აქედან მიბრძანდითო, უნდა ეყვირა, რომ ქალმა იჩქარა:
_იქნებ გამიხსენოთ, მე ხშირად ვესწრებოდი იმდილეტანტურ ტუსოვკებსანუ სახელდახელო წვეულებებს... და თქვენს საუბრებს მალულად ვიწერდი... მერე ეს ჩანაწერები ტექსტებად ავკრიფე, მშვენიერი თხრობა გაქვთ, ერთ ვრცელ ამბად ძალიან საინტერესოდ დალაგდა და  შესაფერისი სიუჟეტიც მოირგო…
ალეს არც ზღაპარში ეგონა თავი არც რეალურ სივრცეში, იგი თითქმის გაბურსალებული იყო. მერე გონი მოიკრიბა.
მაგიდასთან მისულმა ნოუთბუქის ეკრანზე, ოდესღაც მის მიერ ჰაიჰარად წამოსროლილი სათაურების ქვეშ აწყობილ ტექსტებს გადაავლო თვალი, გაუბედავად წარმოთქვა:
_ასეთი რამის მოფიქრება, მეც არ შემეძლო?!_და გრძნობამოძალებულმა შინაგანი თრთოლვით დაუმატა_თქვენ ჩემი ანგელოზი ხართ...
_შეიძლება..._მაგრამ მადლიერების ნიშნად აუცილებელი არაა შემიყვაროთ,_გარიგებას გთავაზობთ, ყოველი გამოცემის სამოცდაათი პროცენტი ჩემი უნდა იყოს, ხელშეკრულება კი ნოტარიუსთან უნდა დამოწმდეს.
_ათ თეთრსაც არ ავიღებ!_ლამის იბღავლარაინდმა”.
_არა, არა..._კომერციულად უხერხული იქნება,_მშვიდად მიუგო გოგომ.
_როგორც მეტყვით..._მორჩილად მიჰყვა ალე. ”კომერციულად უხერხული იქნება...”ფიქრში ჩარჩა მისი ნათქვამი.
და როგორც იქნა, მეხსიერებაშიიდუმალისტუმარის გარეგნობა აღიდგინა.
_ჰო, მახსოვხარ, ვგონებ, გარეგნობას ხშირად იცვლიდი, უფრო სწორად, თმა ხან მოკლედ შეკრეჭილი გქონდა, ხანაც მხრებზე დაფენილი, სახეც, სახეც, ჰო, ჰო, ალბათ გრიმს იკეთებდი, მაგრამ თვალები, შენი გამოხედვა მესიზმრა კიდეც... სახეც მესიზმრა, ძალზე მიმზიდველი იყავი... კი, კი თანამოსაუბრე გულისყურით შეათვალიერა, ჰო, როგორ არა, იგივე, მადისამღძვრელი თეძოები... გრიმის გარეშე ალბათ..._ალე მთლიანად მოძალებულ გრძნობას იყო აყოლილი.
_არა, რაინდო, ნუ იჩქარებთ... ჯერ, კომერციულ წამოწყებას მივხედოთ..._ღიმილით ჩაუქარაგმა ჯერ კიდევიდუმალმა”. შეხვედრა გამომცემლობაპანთეონშიდაუნიშნა და მოხდენილად გამოემშვიდობა.
ალიბი შგაშველეთ...” კართან შეყოვნებულინტერპრეტაციების მაგისტრსსასიამოვნოდ გააჟრჟოლა. უნებლიეთ გაამაყებულსგოეთეს საუბრები ეკერმანთანგაახსენდა, მაგრამ მალე ფარულად აღძრულმა იჭვმა  შეაკრთო: “ოღონდ, ბიჭი არ აღმოჩნდეს...” გაიფიქრა შიშით.
არადა, გამოცემლობაპანთეონისმთავარი რედაქტორი, იმაზე მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე ალეს სიზმრიდან ახსოვდა.
რომანი-სერიალი სახელწოდებითიდუმალი ალიბიწიგნის ბაზარზე დიდი ხმაურით გავრცელდა.
ავტორი ალე იყო, მაგრამ იდეის ავტორი, რეადაქტორი და გამომცემელი ნისა ნისაური გახლდათ, რომელმაც სულ მცირე დროში, თავის მომავალი მეუღლე ლამის კომერციულად აითვისა.
ინტერპრეტაციების მაგისტრსბინაში, ავტომობილში, და ტანსაცმელზე და კიდევ ალესთვის სრულიად უცნობ ადგილას, მინიატურული ხმის ჩამწერები, იდუმლად და გულისყურით დაუმონტაჟა.


Комментариев нет:

Отправить комментарий