ძველი ფირფიტის სათუთი სევდა
წარსულის სურნელს იტევს ფირფიტა,
ციფრულ ეპოქის უიღბლო მსხვერპლი,
მრავალი წყვილის მეკვლე, მეგზური,
ძვირფას განცდათა ნავთსაყუდელი…
ძველი ფირფიტის სათუთი სევდა,
ფერებით მოსავს უტყვ მოგონებებს,
მწველ ჰანგთა სხივი ხსოვნას ამშვენებს,
ფიქრს კეთილ დროთა სურნელი ამკობს.
…ვერ ვიტყვი, მთლად ”პატეფონის თაობა” ვარ მეთქი, რადგან რადიოდანაც ხშირად ვისმენდი სიმღერასა თუ მუსიკას, ბოლო ხანს, უკვე რადიოლაც გვქონდა შეძენილი, ტელევიზორზეც მსმენოდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ ძირითადი მუსიკალური ”განათლება”, მაინც პატეფონთან მქონდა მიღებული. გრამფირფიტები კი, ანუ ”პლასტინკები”, როგორც საზოგადოდ ეძახდნენ, საკმაოდ ბლომად ეწყო ბამბუკის თაროედზე ჩარიგებულ წიგნებთან ერთად (იხილეთ: …ძველი ალბომიდან / ...из старого альбома / ...From...)
… მაგრამ მე გამორჩეულად ქართულ ხალხურ სიმღერას ”ლაშქრულს”, ნიკოლაი პაგანინის ”კამპანელლას” და ფერერას ”ფოქსტროტს” ვუსმენდი… რომანებსაც ძალზე აზარტულად ვკითხულობდი, (თუმც, ხშირად ცხენით ჯირითი, თევზაობა და ფეხბურთის თამაშიც თავდავიწყებით გამიტაცებდა…) _ბლოგზე გამოქვეყნებული მოგონებიდან:
http://gogejanr.blogspot.com/2007/12/blog-post.html
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...
სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...
(2 დეკემბერი 2007)
კარგა ხანია მე-20 საუკუნის ორმოციან-ორმოოცდათიან-სამოციანი წლების ვინილის ფირფიტების ჩემეული რელიქვიით, ჩემმა ვაჟმა თავისი ოთახის კედლები ”გააფორმა”. და ზოგჯერ მასთან “სტუმრად” შევლილს, მათი შეთვალერება მიწევს, უნებლიეთ ვცდილობ ამოვიცნო, რომელი ”რომელია”...
პატეფონის “ეპოქაში” გამოშვებულები, სიდიდითა და გაფორმებით ნათლად განსხვავდება, რადიოლაზე ”მორგებულ” ფირფიტებისგან. რატომღაც მგონია, რომ ფონოგრამა, გრამაფონი, ფატეფონი, თითქოსდა ეკოლოგიურად სუფთა სიხარულის ამღძვრელი მექანიკური ხელსაწყოები იყო ტექნიკური ცივილიზაციის ბილიკზე შემდგარ კაცობრიობისათვის… ბარემ, თუ ტომას ედისონის მიერ გამოგონილ ხმის ჩამწერ მოწყობილებას გავიხსენებთ, რომელსაც მან ”ფონოგრამი” უწოდა, ჩნდება იჭვი, რომ მსგავსი, ან სხვა სახის ჩამწერები, სამყაროში უამრავია. უბრალოდ, ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ… ნუ გაგიკვირდებათ, რადგან ედისონთან, ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივად ხდებოდა, ანუ მთავარი მოქმედი ”სუბიექტი” მემბრანა ჰაერში გავრცელებული ბგერების ზეგავლენით ირხეოდა, მექანიზმი კი, ამ რხევებს მემბრანასთან მიერთებულ ნემსს გადასცემდა, რომლის მეშვეობით ხმა, ფოლგაში გხვეულ ცილინდრულ დისკზე მექანიკურად იწერებოდა, ჰო, დისკი, რა თქმა უნდა ბრუნავდა… ჩანაწერის მოსმენა ნემსის საწყის წერტილზე დაბრუნების შედეგად მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, დისკიც კვლვ ბრუნავდა… თუმც, ჩემი ყმაწვილობის დროინდელი მოგონება ვინილის ფირფიტებს, უკავშირდება, რომელიც ძირითადად ხმის ჩაწერის ედისონისეულ ”სიმარტივეს” უკავშირდება, ესაა, ხმოვანი ტალღის სამგანზომილებიანი ”მოცემულობა” საჭრელი თავით, ვინილის ფირფიტაზე იტვიფრება, მაგრამ, გამოსაყენებლად ბევრად ”ელეგანტურია”, ვიდრე ფოლგაში გახვეული ცილინდრული დისკი…
თუმც, ფონოგრამმა, თავისებურად, მაინც, უშუალო და განუმეორებელია… ჰოდა, დედამიწაც, შესაძლოა, ერთ გრძნეულ ფონოგრამად მივიჩნიოთ, მას ხომ მრავალი ხილული თუ ჩვენთვის უხილავი სხივი, თუ სინათლის ნაკადი ეხება… დღევანდელი ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანი, ბევრი რამის ამოცნობასა და შეცნობას ახერხებს, მაგრამ ჩვენეული სამყაროს მარტივი თუ მაგიური ”ფირფიტების” შეცნობა, ჯერხანად, მაინც ვერ ხერხდება. ჰოდა, ვინ იცის, რამდენი იდუმალი ფირფიტა ელოდება, მოსმენასა თუ წაკითხავას. ბევრ მათგანზე, ხომ თითოელი ადამიანის ”არსებობა” თუ ცხოვრებაა ჩაწერილი, სუნთქვა, მაჯისცემა, ფიქრები, ქმედებანი და კიდევ ვინ იცის, ისეთი რამეები, რომლებსაც, თავად ადამიანები, ვერც კი ამჩნევენ და აზრზეც არ არიან, თუ რა საუნჯეებს ფლობენ…
ასე, რომ ძალზე მომინდა ”სამყაროსეული ფირფიტების” სევდა ბევრად ღრმად შემეცნო და წამით, თითქოსდა მონატრებული, საამო სურნელი ვიგრძენი.
ვაჟის ოთახის კედლებზე საგანგებოდ მიმოფანტულ ფირფიტებს ჩაძიებით შევცქერდი.
მთავარი იმ მუსიკისა თუ მელოდიის გახსენება თუ ამოცნობაა, რომლებიც მათზეა ჩაწერილი. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ”მიმართლებს”…
ფირფიტა, რაღაცით თითქოს ადამიანსაც ჰგავს. იყო დრო, როცა ბევრ პიროვნებას აღტაცებით უსმენდნენ, მათი აზრები თუ ხედვები პროგრესულად მიაჩნდათ, მაგრამ ინტერნეტის თაობებს სულ სხვა თემები იზიდავთ… თუმც, ჭეშმარიტ მოაზროვნეთა შეგონებებმა ინტერნეტსივრცეც დაიპყრეს…
ფირფიტა, რაღაცით თითქოს ადამიანსაც ჰგავს. იყო დრო, როცა ბევრ პიროვნებას აღტაცებით უსმენდნენ, მათი აზრები თუ ხედვები პროგრესულად მიაჩნდათ, მაგრამ ინტერნეტის თაობებს სულ სხვა თემები იზიდავთ… თუმც, ჭეშმარიტ მოაზროვნეთა შეგონებებმა ინტერნეტსივრცეც დაიპყრეს…
და უცებ, გამასენდა, ერთხელ, სახლში მარტოდ დარჩენილი, ფერერას ”ფოქსტროტის” რიტმს ბავშური გულუბრყვილობით, რომ ვაყოლებდი ხმას და ჩემდა უნებლიეთ,
მომზრდილი ბიჭებიდან გაგონილი ”სასიყვარულო სიტყვებიც” შევძახე, მოულოდნელად შევკრთი,
გავირინდე… პატეფონს იჭვით მივაჩერდი, ”პლასტინკა” ხომ არ მისმენს მეთქი. საკრავის
ნემსი ფირფიტას მოვაცილე, პატეფონი გამოვრთე და იქაურობა სწრაფად დავტოვე.
სხვათაშორის, თაროედზე, განცალკევებით, მყარად შეკრული უბებიანი ალბომიც იდო, რომელიც, იოსებ სტალინის მიერ რუსულ ენაზე წარმოთქმულ მოხსენებებითა თუ შეგონებებით გაჯრებულ გრამფირფიტებს საიმედოდ ინახავდა.
ჰო, მუყაოს სქელ ყდაზე, გენერალისიმუსის ფორმით შემოსილი
სტალინის პორტრეტი იყო ამოტვიფრული.
ამბობენ, ბოლო დროს, ვინილის ფირფიტები, ისევ იბრუნებენ
თავის ”რომანტიკულ” არეალსო…
ჯ.გ.
***
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*
***
Комментариев нет:
Отправить комментарий