вторник, 21 марта 2017 г.

ღალატის გემო თუ ”ინტელექტუალური” გათვლა /ნოველა/



_მებევრი გავაკეთე მისთვის…_ჩაიჩურჩულა ბარმენის დახლთან მდგომმა მაღალმა, მხრებში ოდნავ მოხრილმა მამაკაცმა, რომელიც ვისკიან ჭიქას ჟინიანად დასჩერებოდა, და უცებ, იქვე, სკამზე მოკალათებულ ახალგაზრდა ვაჟს, როგორც მისი საიდუმლოს უნებლიე მოწმეს გამომცდელად გადახედა. უცნობმა თავაზიანად გაუღიმა და მზერა მის ფეხებთან მოკალათებულ თეთრად დაწინწკლულ ყურებპარტყუნა ძაღლზე შეაჩერა._არა, ამას არ ეხება, საყვარელ ქალზე ვწუხვარ…_იგი უცნობის იერს მიენდო,_ეს არსება ერთი კვირაც არ იქნება, რაც დამიმეგობრდა, გრძნობს ახლობელი ადამიანის ღალატით, რომ ვარ გულდასერილი და გვერდიდან არ მშორდება…_ჩაიღიმილა,_ის ქალი კი,_საღერღელი აეშალა,_უცებ, ატყდა და ბომონდში აღზევება მოინდომა, არც ასაკი უწყობს ხელს და არც, არა, შესახედად ნამდვილად არაა ურიგო, ნიჭიც მოსდევს, მაგრამ, თუმც, ახლა რას გაიგებცნობადი შეიძლება სამიოდ წამში გახდე…_უცებ, ვისკი ისე აზარტულად მოსვა, რომ გვერდით მყოფს შეშურდა. შეეცადა მიებაძა, მაგრამ მისი ჭიქა ცარიელი აღმოჩნდა. კაცმა თითების დინამიკური ჟესტითმოგვხედეობარმენს მიანიშნა, _ბარმენმა მეგობრულად გაუღიმა და ხელში ბოთლი შეათამაშა._ჰო, თითქოს ნიჭიერია, მაგრამ მე, რომ არა, მისი ეგზალტირებული ხასიათისა და სუსტი ნებისყოფიოს გამო, უთავბოლოდ ჩაიკარგებოდა ცხოვრების ორომტრიალშიმხოლოდ ამბიციების ნამსხვრევები დარჩებოდა. თავგამოდებით ვიცავდი, ვუნერგავდი სწორი სვლების გამოთვლის უნარს, ვარიდებდი მეჩეჩებსა და აისბერგებსისე იყო ჩემზე მონდობილი, ვფიქრობდი უჩემოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მეთქიმაგრამ, უცებ, ჩემი გადავლის ხუშტმა წამოუარა, ხომ ხვდებით?.._მსმენელს მინდობილი, განცდილს თავისებური აზარტით უღრმავდებოდა,_რაიმე წვრილმანზე შესაძლოა, კიდეც გამაცუროს, მაგრამ სტრატეგიაში…_ეტყობა, რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდა და ჩაიცინა,_სასმელი ხალისიანად მოსვა,_აგერ, უკვე ცხრა წელია ერთად ვართ, ისე მიეჩვია, ჩემი აზრებისა და გათვლების მოდიფიცირებას, რომ ვეღარ მელევამაგრამ ღალატის სურვილიც აწვალებსძალზე უნდა ნამალევად გემო გაუსინჯოს…_ისე მგძნობიარედ წარმოსთქვა, რომ ნაუცბათევად შეამხანაგებულს, წამით მოეჩვენა ენაზე შემორჩენილ სასმელში, იმ ღალატის გემო თავად შეიგრძნო,_რამდენიმე თვეა, ერთ სახელგავარდნილ პროდიუსერს, ყოფილ პიანისტს, ჩემდა მალულად, რომ ეკურკურება, რათა მუსიკალურ შოუში მიიწვიოსბომონდი, ბომონდი, მოგოგდი, წაგოგდი…_ჩაიქირქილა მერე,_იქნებ, საწოლშიც ჩაუწვამსმენელმა თანაგრძნობის ნიშნად, ვისკის მორიგი ყლუპი მოსვა._მხოლოდ, ვირტუალურად, თორემ, იმ ნარკომან პედერასტს, ქალთან სექსის თავის სადა აქვსუბრალოდ, სიამოვნებს, ვიღაცის ქალს, რომ აცუნდრუკებს
ვაჟი გამხიარულდა:
_მერე, თუ ქალბატონმაც იცის ეს, იცის რომ გეია, რა პრობლემაა?!
_საქმე იმაშია, რომ არ იცის, ის ვაჟბატონი ახლახან დაბრუნდა საზღვარგარეთიდანმე სხვა არხებით მოვიძიე მისი ცხოვრების გასაიდუმლოებული ფრაგმენტებიკაცობაზე თავგამოდებით დებს თავს, მარჯვედ ინიღბებაამ ჩერჩეტს კი ბუტაფორიად იყენებს, ბიირდხომ გაგიათ? ამერიკული სლენგია, იმ ქალზე მიანიშნებს, რომელიც პედერასტთან კეკლუცობს, რათა მისი ჰომოსექსუალიზმი შენიღბოსქირაობენ ხოლმე.
_მერედა, თქვენს საყვარელს რატომ არ გაუმხელთ
_არ მინდა, გული მოვუკლა, იქნებ, ეს მისი ბოლო გატაცებაა…_ორაზროვნულად გაეპასუხა იგი, დაიხარა, ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა და თვალებში ჩახედა.
2009

***

*


***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili




Flag Counter

Комментариев нет:

Отправить комментарий