(ნოველა)
გაკაპასებულმა ქალმა აცრემლებული გამხდარი
ბიჭი
დარაჯთან
მოიყვანა
და
ულტიმატუმის
ენით
უთხრა:
-თქვენთან უნდა დავტოვო!
-კი ბატონო…-ჩვეულებისამებრ ღიმილით
მიუგო
კაცმა,-მერე ბიჭს დაუყვავა…-დამშვიდდი,
შენისთანა
ვაჟკაცს
ტირილი
სულაც
არ
უხდება…
ბიჭმა იმედიანი მზერა მიაპყრო.
წამოიკვნესა.
პედაგოგმა დაუნდობლად დასძახა:
-გაჩუმდი, გაჩუმდი მეთქი,
ხმა
არ
გაიღო!-საკამზე
ძალით
დასვა,-ხომ ხედავ,
მამაშენი
იგვიანებს…
იჯექი
აქ
და
არ
გაინძრე!
ბავშვი უფრო შეშინდა, ცდილობდა ტირილი
შეეკავებინა,
მაგრამ
არ
გამოსდიოდა,
მის
მკერდში
გულს
თითქოსდა
ბაგაბუგი
გაჰქონდა.
დარაჯი
მის
დამშვიდებას
შეეცადა,
მაგრამ
პედაგოგი
ისევ
”დააცხრა”:
-ნუ ტირიხარ, მოვა მამაშენი
და
მერე
რამდენიც
გენებოს
იღრიალე!..
დათრგუნვილი ბიჭი ცრემლების შემშრალებას ვერ ახერხებდა.
მოლამაზო
სახის,
მსხვილკისერა
და
მსხვილთეძო-ბარძაყოვანი
ქალბატონი
კი
არ
ცხრებოდა.
დერეფანში
შემორჩენილი
პატარები,
ცნობისმოყვარედ
იცქირებოდნენ.
შორიახლო,
თავისთვის
მოსაუბრე
მასწავლებლები,
ამ
ამბისადმი
არავითარ
ინტერესს
არ
იჩენდნენ.
დარაჯი
თავისას
ცდილობდა,
მაგრამ
გაანჩხლებული
ქალის
ყვირილში
ყმაწვილის
დამშვიდება,
არ
ხერხდებოდა…
-თქვენ წაბრძანდით, დარჩეს
ჩემთთან,
მივხედავ,
მოვა
მამამისი
და
ჩავაბარებ…-დელიკატურად
შეეცადა
ბავშვის
გამოხსნას
დარაჯი.
მაგრამ
ბავშვმა
კვლავ
წამოიტირა
და
ქალმაც
უმალვე
ჩამოჰყვირა:
-გაჩუმდი, გაჩუმდი მეთქი!-ჩამოგრძელებული
ვარდისფერი
ყურის
ბიბილოები
უცნაურად
შეუთამაშდა.
-ასეთ მშვენიერ ქალბატონს, ასე გაცხარება
სულაც
არ
გიხდებათ…-მიაგება
მან.
ქალი
შეყოვნდა,
წამით
იჭვნეულდა
შეაჩერდა,
და
მერე
თითქოს
მის
გულწრფელობაში
დარწმუნდაო,
გაუღიმა…
-მომკლა ამათმა ჭირვეულობამ,
წინ
და
უკან
უნდა
სდიო,
მშობელი
კი
წესიერ
მადლობასაც
არ
გეტყვის…
-ქალბატონო, ესენი განსაკუთებული
თაობაა,
უმეტესობა
ინდიგო
ბავშვები
არიან…
-ვიინ?!-აიმრიზა ქალი.
დარაჯი მიხვდა შეცდომა დაუშვა, მაგრამ უკან დახევაც არ ივარგებდა.
დარაჯი მიხვდა შეცდომა დაუშვა, მაგრამ უკან დახევაც არ ივარგებდა.
-მაგათ, ასევე, ახალი
ცნობიერების
ადამიანებს,
ათასწლეულის
ბავშვებს,
ზეციურ
მოციქულებს,
იისფერ
რასის
წარმომადგენლებს
ეძახიან…
იმისი
თქმა
მინდა,
რომ
განსაკუთრებული
ნიჭიერებით
გამოირჩევიან…
-მერე, ესაა ნიჭიერი,
ეს
ბატი,
ესა,
ჩემი
სახელი
ვერა
და
ვერ
დაიმახსოვრა?!-ქილიკის
საბაბი
მიეცა
ქალს.
-კლარა… ლათინური… აღნიშნავდა
ნათელს…-მინიშნებებით
ჩაიჩურჩულა
ბიჭმა.
კაცმა
ძლივს
შეიკავა
სიცილი.
მსხვილკისერამ ბავშვის ნათქვამი ვერ გაიგო,
მაგრამ
რაღაც
იეჭვა.
-თქვენ ნუ მოცდებით
ქალბატონო,
მგონი
სხვა
ბავშვები
გელოდებიან…-კვლავ
თავისებურად
გამოესარჩლა
დაშინებულ
ყმაწვილს
დარაჯი.
-აბა რა, იქ, კიდევ მყვანან ეგეთი
ბატები…-ქალი,
როგორც
იქნა
გაეცალა
იქაურობას.
ბიჭმა წამოისლოკინა და ოდნავ
დამშვიდდა.
-შენ, მართლაც ნიჭიერი ხარ, უბრალოდ
ვერ
გიგებენ,
მაგრად
დადექი,
შენი
დროც
მოვა…-გაამხნევა
მოსარჩლემ.
-ვიცი…-თქვა ბიჭმა.
თითქოს
კიდევ
უნდოდა
რაღაცის
თქმა.
”ინგრამა არაა გონივრული
აზრის
მქონე
ჩანაწერი.
ეს
უბრალოდ
ჩანაწერების
სერიაა,
იმ
ტიპის
ანაბეჭდებისა,
რომელიც
ისეთივეა,
როგორც
ნემსის
ცვილზე
გასმისას
დატოვებული
კვალი.
ამ
ანაბეჭდებს
არავითარი
მნიშვნელობა
არა
აქვს
სხეულისთვის,
ჩართვის
მომენტამდე,
სანამ
არ
აღმოცენდება
აბერაცია
და
ფსიქოსომატური
დაავადებები…”
გაახსენდა
კაცს
კარგა
ხნის
წინათ
წაკითხული
რონ
ხაბარდის
შეგონება.
და
ფიქრი
მექანიკურად
გააგრძელა:
”ზოგჯერ
არაერთაზროვანი
რეპუტაციის
მქონე
მოძღვრებაც
დროულად
შეგახსენებს
თავს…”
-ახალ სიხშირეზე გადასვლა ჩვენს
პედაგოგებსაც,
რომ
შეეძლოთ,
ნაკლები
თავსატეხი
გაგიჩნდებოდა…-ნიშნის
მოგებით
უთხრა
პატარას,-კომპიუტერი
ხომ
გიყვარს?-ღიმილით
ჰკითხა
მერე.
ბავშვმა ხალისიანად დაუქნია თავი.
-ოღონდ კერპად ნუ გაიხდი,
შენმა
თაობამ
აზროვნების
უნარი
უნდა
გაიღრმავოს,
მახვილი
ინტუიცია
კი
დაგებედათ,
მაგრამ
მთლად
მზამზარეულად
კი
არ
მოვა
ყველაფერი…-ურჩია
და
უნებლიეთ
იგრძნო
ნამეტნავად
გაუტია.
”მეორე
კლასელია,
რაებს
ვეუბნები…”,
უცებ
თითქოს
ლურჯი
ფერის
აურა
გაუკრთა
თვალწინ.
-ჰო, მესმის…-თითქოს დაამშვიდა
ბავშვმა.
ამ
დროს
მამამისიც
შემოვიდა,
ცხვირბასრი
და
თვალებკაუჭა
კაცი.
ბრაზიანად
შეაცქერდა
შვილს.
-არ გინდა…-ურჩია დარაჯმა,-
ისედაც
დაშინებულია…
-ჰო, დილით გამაბრაზა და ვუთხარი უკან არ წაგიყვან მეთქი…-თითქოს თავი მოიწონა მან.
-ჰო, დილით გამაბრაზა და ვუთხარი უკან არ წაგიყვან მეთქი…-თითქოს თავი მოიწონა მან.
-ჰოდა, შენი წილი,
მასწავლებლისგან
ამას
ერგო…
ნიჭიერებს
ხშირად
ვერ
უგებენ,
თუ
კაცი
ხარ
თავიდან
არ
აატირო,
ცოდოა,
შენ
უნდა
შეეშველო
ვითარებაში
გაერკვეს…-გამაფრთხილებლად
უთხრა.
მან თვალი აარიდა. იფიქრა ეს კაცი მთლად ”დარაჯს” არ ჰგავსო, წამომდგარ ბავშვს ხელი მორჩილად შეახო მხართან; მიანიშნა წავიდეთო. გამხნევებული ბავშვი ”თავისიანად” შეგულებულს კეთილად უღიმოდა, მერე მამას ხალისიანად გაჰყვა. დარაჯი ისევ მოძალებულ ფიქრს დაუდარაჯა: ”იმ ინგრამებით ამ ვაჟბატონს და მსხვილკისერას გვარიანად ააქვთ დასერილი ტვინის დუნდულები... ბავშვობიდან გაავებული თაობა, ზეციურ მოციქულებსაც ებრძვის...”
*
***
მან თვალი აარიდა. იფიქრა ეს კაცი მთლად ”დარაჯს” არ ჰგავსო, წამომდგარ ბავშვს ხელი მორჩილად შეახო მხართან; მიანიშნა წავიდეთო. გამხნევებული ბავშვი ”თავისიანად” შეგულებულს კეთილად უღიმოდა, მერე მამას ხალისიანად გაჰყვა. დარაჯი ისევ მოძალებულ ფიქრს დაუდარაჯა: ”იმ ინგრამებით ამ ვაჟბატონს და მსხვილკისერას გვარიანად ააქვთ დასერილი ტვინის დუნდულები... ბავშვობიდან გაავებული თაობა, ზეციურ მოციქულებსაც ებრძვის...”
*
2010
ჯანრი გოგეშვილი
ჯანრი გოგეშვილი
- რეკლამა და სიყვარული (იუმორისტული მოთხრობა) / Adve...
- ვალი (მოთხრობა) / The debt (Story)
- ძაღლები
- ზედმიწევნით ახირებული კაცი
- ”ლტოლვილი სიზმარეთიდან” (მოთხრობების კრებული)
- ”სახლი”; გზად კი, ზემდეგი შლახი და აბებე ბიკილა! /...
- ”ყმუილის” რეაბილიტაცია / Rehabilitation of ”howl”
- გრიგალში
- ნოველები თუ ახირებული ამბები / Humorous or Funny s...
***
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
Комментариев нет:
Отправить комментарий