вторник, 5 марта 2019 г.

სამშობლოს ამოძახილი /ნოველა


_გავერანდა ცხოვრება, გავერანდა!_იძახდა ანთი.
კომუნისტების დროს, სადღაც რუსეთისარკინიგზო გზებზე ნამოგზაურალ პლაცკარტ ვაგონში, ღამის თევას, ისე მიეჩვია, რომ სამიოდე კილომეტრში მდებარე მამაპაპსეული სახლს იშვიათად სტუმრობდა.
განმარტოება ერჩივნა, რადგან იმის დრდი, რომ საბჭოთა კავშირი, ასე მოულოდნელად დაიშალა, ვერა და ვერ მოენელებინა. მისთვის საქართველო, საცხოვრებელი ადგილი იყო, ”სსრკკი, ვრცელი, ათასგვარი გარიგებებით დახუნძლული სივრცე.
სიტყვა სამშობლოს, მამულს, პატრიოტიზმს, საერთოდ ამგვარ თუ მონათესავე ცნებების გამომხატველი სიტყვების წარმოთქმას, თავს გულმოდგინედ არიდებდა, ის კი არა, ფიქრშიც უბრად იყო მათთან. მის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრასთანაც კი, სამშობლოს სადღეგრძელოს წარმოთქმისას, ”ზოგადადიტყოდა: ამ მიწას გაუმარჯოსო
"Тише едешь - дальше будешь" ხშირად მოძღვრავდა საკუთარ თავს ფიქრში, მაგრამ აი, ”თავისუფლებასხვებს, ისე ძალიან სწყუროდათ, რომ ნაბან წყალს ლამის ბავშვი გადააყოლეს დაწინდახედულობითცნობილიანთი წურბელაიმ კომფორტს, რასაც მთელი ცხოვრება აკოწიწებდა, გვარიანად მოსწყდა.
კვლევითი ინსტიტუტის სააგარაკე ნაკვეთები, რომელიც ქალაქიდან, ასე, ოთხმოცი კილომეტრით იქნებოდა დაშორებული, ერთხანს თითქმის მიტოვებული იყო, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ საბაღე ფართობები, 80-იანი წლების ბოლო ხანს, საბჭოეთის მიწურულს გახლდათ დარიგებული. მაშინ, ბევრისთვისსსრკჯერ კიდევ მარადიულ მოცემულებად აღიქმებოდა. საკავშირო მნიშვნელობის კვლევითი ინსტიტუტის მაშინდელ დირექციასაც იმედი ჰქონდა, იქაურობას, ამა თუ იმ ხაზინის ხარჯზე კეთილმოაწყობდა; შეიყვანდა წყალს, ელექტროსადენებს, ჩაყრიდა კანალიზაციის მილებს და შეძლებისდაგვარად სახლებსაც ამა თუ იმ ხაზინიდან მითვისებული თანხებით აიშენებდნენ, მაგრამფაფუ”;
აღარცსსრკიყო და აღარც   საბჭოურიობშჩიაკები”.
გალაღებული ნომენკლატურის იმედებიც ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად დასამარდა. თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა, ნაწილი უმუშევრად დარჩა, ნაწილს აგარაკისთვის კი არა, საკუთარი თავის მოვლა უჭირდა. ზოგს, სურვილი კი შემორჩა საბაღე მიწისთვის მოევლო, სხვა თუ არაფერი საბოსტნედ მაინც გამოეყენებინა, მაგრამ თავბოლო არეულ ქვეყანაში, მწვანილის მოსაყვანად ამ სიშორეზე წამოსვლა ნამდვილად არ უღირდათ.
ნაცადმამეურნემ”, ყოფილი ინსტიტუტის სამეურნეო განყოფილების გამგემ ანთიმ, ანუანთი წურბელამ, როგორც მას საღლაბუცოდ თავშეყრილი თანამშრომლები ეძახდნენ, მაინც მოახერხა თავის წილ ნაკვეთში ფეხის მოკიდება; ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს მოასწრო, შიგ ძველი ვაგონის ჩადგმა, თანაც მამაპაპისეული  კარმიდამო, იმ ადგილიდან, ასე, სამ კილომეტრში მდებარეობდა.
ჰოდა, საკუთარიწინდახედულობით”, არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ შინაურებთანაც იწონებდა თავს.
საპენსიო ასაკს მიღწეულ, უმუშევრად დარჩენილწურბელასძალზე გაუჭირდა საქმიანობის გაგრძელება. ინსტიტუტის ხაზინიდან გამოზომილად თანხის მიტაცებას, ისე იყო მიჩვეული, რომ საშოვრის გარეშე დარჩენილი ლამის დეპრესიამ შეპყრო.
თუმც, ძვირფასი ნივთები და ოქროულობა ჰქონდა გადანახული და ოჯახს ჯერ კიდევ ინახავდა, მაგრამ შვილებთან ძველებურად ხელგაშლილი ვერ იყო და მათაც მოუხშირეს გამომწვევად ლაპარაკს. მერე ერთგულ ცოლსაც დასჩემდა ბუზღუნი.
ანთიმ ერთგან სავაჭრო ჯიხურის ჩადგმა მოახერხა, თურქეთიდან შემოტანილი საქონლით გამოტენა, გამყიდველად ყოფილი საყვარელი დასვა, იფიქრა ბიზნესში ფრთებს გავშლიო, მაგრამ ქალმა, სხვა საყვარელი გაიჩინა დაძველინოლზე დასვა.
_მე უფრო ნიჭიერი მეგონე, შენ კი ბიუჯეტზე ყოფილხარ მიმბული, ხაზინიდან მოპარვა იცოცხლე გეხერხებოდა, მაგრამ ბიზნესის არაფერი გაგეგება…_დასცინა  ხელმოცარულ ქმარს ცოლმა და ოჯახურ ბიზნესს გაძღოლაც არ დაახანა.
კარგადაც გაართვა თავი, ჯიხურს ჯიხური მიუმატა, მერე სასაწყობო მეურნეობაც გამართა, დისტრიბუტორობაც შეითავსა, უკვე მიკროავტობუსებიც ემსახურებოდა.
ქმარს მის ბიზნესში ჩარევა აუკრძალა, პირდაპირ მიახალასაჭმელი შენ არ გაკლია და ჩასაცმელი, სახლს მიხედე და ტელევიზორთან გაერთე, ჩემს საქმეებში კი  ნუ ჩაეჩრები, არ დამთარსოო.
ბიჭმა სამსახურიდან გამოყოლილი მისივილისიმიისაკუთრა, ქალიშვილი კიშავი დღისთვისგადანახული ფულის გამოძალვაში დაოსტატდა.
ანთი მტკივნეულად გაითავისა, რომ იგიკაპიტალიზმის წურბელადარ ივარგებდა,
მამაპაპისეული კარმიდამოსადმი ნოსტალგია მოიმიზეზა და სოფლად გადასახლდა, თანაც იფიქრა, იქნებ, იქ გამომიჩდეს რამე საქმეო, მაგრამ ბარ-თოხის იქით ვერ წავიდა.
სოფელში აქა-იქ შემორჩენილ მეზობლებთანაც ვერა და ვერ გაშინაურდა. უმეტესად, თავის სააგარაკე ნაკვეთში ტრიალებდა. იქ უფრო დაცულად გრძნობდა თავს. აქ, ფულის სასესხებლად მაინც არ მომაკითხავს ვინმეო. ყველას იმას აჩვენებდა, რომ სხვა თანასოფლელივით, მასაც ძლივს გაჰქონდა თავი. ბოლოს, გამომლაპარაკებელიც ნაკლებად ჰყავდა ვინმე.
ის ცხრა აპრილი, რომ არა!” შეახსენებდა ხოლმე თავს და გაბრაზებით შესძახებდა:
რა უნდოდათ, რა აკლდათ?!”
ის წვეროსანი თანამშრომელი და კიდევ ორი სხვა წვერმოშვებული აგონდებოდა, შერეკილებად, რომ მიაჩნდა უსიამოვნო განცდა ეუფლებოდა. მათი ბრლი იყო, სამსახურიდან, რომ ისე უპრაგონოდ მოიშორეს, და მერე, რაიმე საპრივატიზაციოსაც ვერ გამოჰკრა ხელი.
თავდაპირველად სააგარაკე ნაკვეთში შემართებით ტრიალებდა, მაგრამ წყალგაყვანილობა კარგა შორს იყო და დარგული ნერგებიდან ცოტამ თუ გაიხარა. ის კი არა, წესიერი ბოსტანიც ვერ გაიჩინა.
მერე სადარდებლი, ძველებურად, რომ ვერაფერს იპარავდა უფრო და უფრო მიეძალა; შიგადაშიმიტოვებულ ნაკვეთებს ბოღმიანად ზვერავდა და მათი მიერთების სურვილი სწვავდა. არადა, მთელ იმ შემოგარენში, მხოლოდ მისიაგარაკი გახლდათ შემოღობილი. სხვები, მხოლოდ სანიშნე ბოძებით იყო შემოსაზღვრული. რამდენჯერმე გადაწყვიტა ღობე სამივე მხრივ გადაეწია, მაგრამ ერთხანს ვერ ბედავდა. რადგან, სამივე მხრივ, იმ ყოფილი თანამშრომლების ნაკვეთები ესაზღვრებოდა, თავის დროზე ზედმეტი აქტივობით, რომ გამოირჩეოდნენ არადა, ფიქრი იმაზე, რომმეზობელთა” მიწები შეფარვით მიეტაცებინა მოსვენებას უკარგავდა.
ცოტათი, ცოტათი გადავწევ ღობეს, ასე ორი სანტიმეტრით, მაინც ვერ შეამჩნევენ…” გაბედა ბოლოს და თავისებურადმოზომილადმიიტაცა სამეზობლოს კუთვნილი ნაკვეთებიდან მიწის რესურსები.
მერე კიდევ წასძლია სულმა. ღობის ყოველ გადაწევაზე ბლოკნოტში საგულდაგულოდ ანგარიშობდა თუ რამდენი მიიზომა, რაც გამორჩეულ სიამოვნებას ჰგვრიდა.
დაჯდებოდა ვაგონთან გამართულ პატარა მაგიდასთან მდგომ სკამზე და გულმოდგინედ ანგარიშობდა, თავის შემოღობილს, რა და რა კვადრატული მეტრი დაუმატა
იმ დღესაც ამგვარად ხალისობდა, რომ მოულოდნელად, სააგარაკე ნაკვეთებს მიკროავტობუსები მოადგა, იქედან სხვადასხვაგვარად შემოსილი არაბები გადმოვიდნენ.
საქმიანი იერით ჩამოუარეს ნაკვეთებს, ერთი მათგანი, რაღაცით ქართველს, რომ ჰგავდა, მიწის მიტაცებით გართულწურბელასჯიქურ მიადგა.
_უნდა დაცალოთ! ეს ჩვენი მიწაა_გამართული ქართულით უთხრა ცნობისმოყვარედ შეჩერებულ ანთის.
_თქვენი საიდან?!-შესძახამასპინძელმა”.
_მთელი ეს ზონა ვიყიდეთ, უნდა დავხნათ და დავთსოთდრო, ერთი კვირა გაქვთ, ეგ ვაგონი, რომ გაიტანოთ, თორემ
_ მერე მე
_ეგ, ჩვენ არ გვეხება
_ეგ ხომ ჩემი ნაკვეთია
_მთავრობამ მოგვყიდა!
ანთის, მსგავსი, რაღაცეები გაგონილი ჰქონდა, მაგრამ…  და უცებ თავისდა მოულოდნელად, თითქოსდა იბღავლა:
_სამშობლოს გვართმევეეენ!!!
მოდავეს გაეღიმა, მერე  შორიახლო მდგომ თავისიანებს მშობლიურ ენაზე, რაღაც გადაულაპარაკა და ყველანი ერთხმად ახითხითდნენ.
სამშობლოსშემოვლა ხალისიანად გააგრძელეს.
ძალაწართმეული ანთი ბლოკნოტს უაზროდ ჩასჩერებოდა.
_სამშობლოს გვართმევენ!!!-ექოსავით ესმოდა, სადღაც შორეთიდან
*
ჯ.გ.
*

საძიებელი 
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

 *

*
*
© გახსოვდეთ!..
საავტორო უფლება

Комментариев нет:

Отправить комментарий