არიფ–სალბუნი, ანუ ფრაგმენტი სიურრეალისტური სცენიდან /იუმორისტული ნოველა/
–საოცრად განათლებული გოგოა, კი ქართველია, ექვსი წლისა იქნებოდა, მისი მშობლები, აქედან, რომ გაიხიზნენ... ვიოლინოზე უკრავდა, პრიზებიც აქვს მიღებული, ახლა, სხვადასხვა კოლეჯებში ხელოვნებაზე ლექციებს კითხულობს, ჰო, რა თქმა უნდა, განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული... კი, კი, ქართულად კარგად ლაპარაკობს, სხვათაშორის ფიქრით ფრანგულად ფიქრობს...
–ბილინგვა ყოფილა...
–გერმანულადაც, წარმოიდგინე ამერიკულადაც კი...
–ქართულად?!
–უჭირს, დეიდამისთვის გაუმხელია, ისე მონდომებული ვიყავი, უცხო ენები მესწავლა, რომ...
–გასწი იქით!
–მაგრამ ახლა, სასწაული ნოსტალგია შემოაწვება თურმე... გენეტიკური სინდრომი ყოფილა ასეთი...
–გასწი იქით!
–რა იყო კაცო, რა შეიცხადე, ის გითხარი, ფართო დიაპაზონის მქონეა მეთქი...
–შენ არა, აგერ ლეიბზე ვეუბნები...–მთავარია, ოთხასოცდათორმეტ ჰერცზე ეწყობოდეს!
–ეს რაღაა?!
–ისაა რომ, მაშინ სმენად მხეცნი მოვიდიან...
–კაცო, მე შენ ქალს გირიგებ, მაქვე ცხოვრობს, მეზობელ ქალაქში, გვარსახელს და მისამართს მოგწერ ... ამას წინათ, შემთხვევით ინტერაქტივში დეიდამისი გავიცანი, დავაახლოვდით და შემომჩივლა, მინდა დისშვილი ქართველს გაყვესო... ჩადი, ჩაისეირნე... მოკითხვა ჩაუტანე...
–რომელ სიხშირეზე, ახლა ოთხასორმოცი ჰერცია მოდაში...
–რას გადაეკიდე ამ სიხშირეებს, მე, აზროვნების მნიშვნელობით გითხარი ფართო დიაპაზინის არის მეთქი!
–გასწი იქით!
–ბიჭო, ხომ უნდა მოშინაურდე მაქანე...
–ვილაპარაკო ქართულად, ვიფიქრო ფრანგულად, შევიგინო ინგლისურად და...
–კაი ახლა, მე გულით გირჩევ, მოინდომე პატარა, მოიდგი ფეხი...
–შენ ის გამიგე, დეიდამისს გულში მორზეს ანბანი ხომ არ უყენია...
–შენ, მოწეულში ხომ არ ხარ?!
–კი, ოღონდ, სამკურნალო განხრით გეახლები ზოგჯერ... შენ, ის მითხარი დეიდამისს რავარი ჯიქნები აქვს...
–შენ ბიჭო...
–შთამომავლობისთვის გკითხები, აბა ასე, მარადიულ მაჭანკლად, ხომ არ წარუდგები მამაზეციერს...–ჯიქნები, ჯიქნები, ჯიქნები!..
–შენ, მართლა მოწეულში ხარ თუ რა?!
–ნუ შეშინდები, აგერ, გიიომ აპოლინერის სიურრეალისტური დრამას ტირესიასის ჯიქნებს გადავავლე თვალი და...
–მაგისთვის გცალია მერე?
–რა ვიცი, მოქალაქეობის მიღების დროს, რომ დამჭირდეს... ლადო ასათიანისგან მაინც არ გსმენია ნეტავი იმას, ვინაც მოშაქრა ლექსის ჯიქანი და ხალხს აწოვა, მაგრამ ვაი მას, ვინც ისე გაქრა, რომ მცირე კვალიც კი ვერ დატოვა!
–ბიჭო, მაქ რაღაც საეჭვო ფრუტუნი ისმის, შენ, ნამდვილად პარიზში ხარ თუ... ეს ნომერი შენს ბიძაშვილ აჩიკოს გამოვართვი და...
–მერე ნომრებში ვერ ერკვევი... აჭარაში რეკავ, ნათესავთან ვისვენებ, შენ მე იმ ფრანცუნჟენკას გვარსახელი, მისამართი და ინტერნეტი დამიზუსტე, ნოსტალგიაზე მკურნალობას ჩემებურად დავუწყებ და აქეთ ჩამომაკითხავს...
–ოო, რა ოხერი ხარ!
–შენ კი, არიფ–სალბუნი...
–ეგ რაღაა?
–რავი, გრიშაშვილთან ნახე, გონი მოპირე და ჯიქნებს, ფრაცუნჟენკას რეკვიზიტები და მიდრეკილებები გამოსწოვე, ხომ გახსოვს ბიჭობაში, მეც ვიოლინოზე მიმაბარეს...
–აი; ზუსტად ეგ გამახსენდა და...
–დაგელოცოს ბალღობის მოგონებები... აბა კარგი, ზღვაში შევდივარ...
–შენ, ნამდვილად ზღვაზე ხაარ?
–ჰო სანაპიროსთან დავეშვი...
ჯ.გ.
*
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*
Комментариев нет:
Отправить комментарий