среда, 7 августа 2024 г.

მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)

მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)
_ოჰ, რა ვნებიანად მიათქარუნებს თეძოებს!_ წამოცდა უნებლიეთ, შორიახლო მიმავალი, ჯანსაღი აგებულების, ტანსავსე ქალის შემყურე არკადის და მაშინვე უხერხულება იგრძნო. „რა შუაშია თქარუნი?!“ შეუწყრა თავს. „თან თეძოებთან მიმართებაში...“ მაგრამ, ისიც გაათვითცნობიერა, რომ ქალში, სულაც არ უგულისხმია ცხენი, თანაც ფაშატი; უბრალოდ, მისი სავსე თეძოების ენეგიულმა მოძრაობამ, აღუძრა ამგვარი განწყობა. ახალგაზრდა კაცი არკადი, ანუ არკია, როგორც მას, არასამთავროების გარკველ წრეში, სწავლულად შესახელებული, ტელეეკრანების ეკრანებიდან ხშირად მოპაექრე, მებრძოლი ხასიათის, ფემინისტი ქალბატონი ეძახდა, გარეგნულად, ნაკლებად შთამბეჭდავი, თითქოსდა უემოციო ვაჟი გახლდათ. და აი, უცებ, თავისდა მოულოდნელად, ამგვარ „შარში“ გაეხვა, ანუ მდედრობითი სექსის მიმართ, ამგვარი ვნებიანი, გროტესკული ლტოლვა გამოამჟღავნა. შემცბარმა შეპარვით მიმოიხედა, ვინმე ნაცნობი ხომ არ შეესწრო, ჩემს „გამოხდომასო“. ამგვარი „მეტაფორის“ გამო, შეასაძლოა, ვაივაგლახით ნაშოვნი სამსახურიც კი დაეკარგა. მერე ტერმინ „სექსის“ განმარტება სასგანგებოდ მოიძია: „სექსი _ სინომიმები _ კოტრიალი (საუბ. -გადატ.) -სარეცლის გაზიარება (წიგნ) _ტყნაური (ვულგ.) _ ჟიმაობა (ჟარგ.) “ _ისე გამოდის მთელი ცხოვრება ვულგარულად გვიცხორია, აბა, ვის უთქვამს, მაგ ქალთან სარეცელს ვიზიარებო, ვჟიმაობო, ჰო კიდევ, მაგრამ რაღაცნაირად ტექნიკურ ტერმინს ჩამოგავს, ტკბობა არ ჩანს, მით უფრო ალერსი, აბა ისე, სექსი, რა სექსია...- ხმამაღლა გაენდო თავს, ოთახში მარტოდ მყოფი... და მალევე, სიზმარში, თითქოს, თვითგდარჩენის ინსტიქტი წაეშველაო, არაცნობიერიდან, მაშველი რგოლივით ამოტივტივდა: მიხიბვლა, მიხიბვლა, მიხბვლა, მიხიბვლა...“ აღგზებული იმეორებდა; გაღვიძებულმა, თავისდა უნებლიეთ განავრცო: „იმგვარი მშვენება იყო, რომ ჩემდა უნებურად მიხიბვლა მომინდა...“ ჩათვალა, გამოსავალი ნაპოვნი იყო, „ჩემდა უნებურად იმიტომ, რომ ჯერ კიდევ, ნათლად, არც კი მქონდა გააზრებული, მისი სილამაზე, ოღონდ, უეცრად, ისე ძალუმად მიმზიდა, თავი ბედაურად მეჩვენა და, ლამის ავჭიხვინდი...“ კეთილად იღიმებოდა. „ჩასაფრებულს ნიშს უგებდა, „თეძოებს მიათქარუნებს... და მისთანებს, მიხიბვლით ჩავანაცვლებ, ანუ ძალზე მისახიბლად გამოიყურებოდა... და სექსისტურ გზავნილების იმპულსაციაც არ დამბრალდებაო... _კი, კი, მიხიბლა, სულ სხვა საქმეა, არც ქალის ინდივიდუალობას შეურაცყოფ და ინტელექტუალადაც... ყოველგვარი უხერხულება გეხსნება, აი, იმ ქალს, სიამოვნებით მივხიბლავდიო, თუ წამოგცდება, ძმაკაცთან შექეიფიანებულს, ან თუ გაანდობ იმ გოგოსთან ხიბლი მქონდაო...- მოკლედ, თავისი მიგნებით ატაცებულმა, ძაან გაუტია. ცნობიერების „პროგრესული შარმით“ შეფერადებამ გაიტაცა. განსაკუთრებული მოვლენისთვის ფიქრში, მიხიბლა ჰქონდა „მომარჯვებული“. დაიჯერა, რომ სიზმარში აღმოჩენილ ცნებას „მიხიბვლას“. ქალის მომხიბლელობით გატაცების შემთხვევაში, ბევრად კეთილშობილურად ჟღერდა, ვიდრე საყოფაცხოვრებო არეალში დამკვიდრებული, პიროვნების შეურაცხყოფის, ძალადობის, მეტისმეტი ეროტიკულობის მატარებელი „ცნებები“... მაგრამ, თავისდა მოულოდნელად, შიგადაშიგ, მაინც წამოელანდებოდა, ჯანსაღი აგებულების, ტანსავსე ქალის თეძოების ვიბრაცია და... -მიხიბვლა, მიხიბვლა, მიხიბვლა...-მხიარულად ჩაიჩურჩულებდა. გადაწყვიტა, ცნება „ხიბლის“, მისეული ხატოვნებით შევსებული „ვარიაციის“ სიცოცხლისუნარიანობა პრაქტიკაში გამოეცადა. ფეისბუქში სამი , სურათისდა მიხედვით, ლამაზი გოგო შეარჩია და მესიჯები დაუგზავნა: „თვალწარმტაცო! შენი მიხიბლვა მინდება...“ ერთმა პასუხი არ გასცა, მეორემ დაცინვის ამსახველი სმაილიკი გამოუგზავნა, მესამე კი, და მის „დამოძღვრას“ შეეცადა; ალბათ არ იცი ხიბლი, რომ ეშმაკისეულიო... მე მოწონების ნიშნად გამოგიტყდი და ეშმაკი რა შუაშიაო, გაიკვირვა არკიამ. იმ შუაშია რომ, არ დააყოვნა პასუხი გოგომ, ხიბლში, ის ადამიანი ვარდება, ვინაც თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს.სინამდვილეში კი ამპარტავნების ბუდეაო... ეს ჩვენი ნოვატორი, ცოტაარ იყოს დააბნია, რადგან, თავს, სულაც არ მიიჩნევდა ამპარტვნად და არც, რაიმე განსაკუთრებულ ნიჭის ქონას იჩემებდა. ნაჩქარევად „გააპროტესტა“: ქრისტიანი ვარ, მორწმუნე, მიგალობია კიდეც, შენ კი, ისე, რომც არც მიცნობ, ეშმაკად მნათლავო... პასუხმაც არ დააყოვნა: ხიბლი იმ ადამიანს შეიპყრობს, მხოლოდ გარეგნულად, რომ ეკლესიურობსო... მე ეკლესიურობა არ მიგულისხმია, გარეგნულად მომეწონე და ემოცია გამოვხატეო. ეშმაკს წაუქეზებიხარო... არკიამ გადაწყვიტა, აღარ შეპასუხებოდა, მაგრამ უცნობ ასულმა, როგორც ჩანს, მისი „ცოდვილი“ სული ხსნა დაისახა მიზნად და ყოველ დღე, საღამოხანს, კაი მოზრდილ ამონაკრებებს უგზავნიდა საეკლესიო ლიტერატურიდან, თანმოპასუხეს, თავისი აზრის გაზიარებას სთხოვდა. აკიას, თავდაპირველად არ ეხალისებოდა, გოგოსგან, მისდამი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ, არც ის უნდოდა, მისგან „მისახიბლად“ შერჩეულ ქალს, ხეპრედ მიეჩნია და საეკლესიო ლიტერატურის კითხვას შეუდგა. მერე, რაღაც ორ თვეში გოგომ, მისთვის მშობლიურ მონასტერში წირვაზე მიიპატიჟა და შეპირდა, ჩემს მამაოს გაგაცნობო... არკია, ეკვე ძალზე მოხიბლული გახლდათ მზეოს (გოგოს ერქვა ასე) მახვილგონივრულობით და მისი ხილვისას, მისი გარეგნობით შეპყრობილი მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მერე მონასტრის წინამძღოლის მიერ მონასტრის მრევლადაც, რომ იქნა მოაზრებული, მზეოს სანათესაოს წაშველებით, ცნობილ ფირმაში მძროლ-ექსპედიტორად დაიწყო მუშაობა და ცოლს რომ მოიკითხავდა, ზოგჯერ მონატრებით შესჩივლებდა: ოო, როგორ მინდა შენი მიხიბვლაო!.. მზეო კი კისკით შეაგებებდა: მერე, რაღას იგვიანებო?! 
ჯ.გ. *** 

***
*
ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)
 *გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili 

 პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...

*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.

იხილეთ _ მოთხრობები და ნოველები

© გახსოვდეთ!.. ”საავტორო უფლება” Flag Counter

Комментариев нет:

Отправить комментарий