пятница, 4 октября 2024 г.

ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/

 ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/

 

ქვეყნიერება თრთოდა, ტოკავდა, ზანაზარებდა, ხანაც კი, გალურსული იყო, ისე თითქოს,  სხვა სამყაროს სუნთქვის მიყურადებას ახერხებდა... ეცადე შენც!

რაჟა შეეცადა, მაგრამ იგრძნო, გული, რა ძალუმად უძგერდა და დაფრთხა. იუთუბეზე შემთხვევით მოძიებული, ფსიქოტრერინიგისთვის განკუთვნილი ვიდეოს ყურება შეწყვიტა. გადარევენ ეგენი კაცს...

მაგრამ, მაინც მადლიერი იყო, ყოფილ მეზობელის რჩევას, რომ დაუჯერა  და კომპიუტერი შეიძინა.

ისე აეწყო ცხოვრება, რომ სამოთახიან ბინაში, რომელსაც მისი ოჯახი, საბჭოურ ყოფაში ოც წელზე მეტი ელოდა, ახლა მარტოდ ცხოვრობდა.

შემთხვევით თითი კლავიშზე მოუხვდა და კვლავ გაისმა:

ქვეყნიერება თრთოდა, ტოკავდა, ზანაზარებდა, ხანაც კი, გალურსული იყო, ისე თითქოს,  სხვა სამყაროს სუნთქვის მიყურადებას ახერხებდა... ეცადე შენც!

დაფრთხა. გადაწყვიტა ყოფილ მეზობელს შეხმიანებოდა, მაგრამ, იმის იჭვით, რომ არ განვმეორდეო, ჯერ მობილურის საშუალებით, ერთი კვირის წინ მასთან ჩაწერილი საუბრის მოსმენა ისურვა.

ფაქიურიძე ვარ, რაჟა...

ოო, ფაქი! კაი გამარჯობა შენი, როგორ ხაარ, შეეწყვე ტკქნიკას?

კი, კი,  მივსდევ შენს ინსტრუქციებს, ვიკვლევ, ხალხი, უკვე, ყველაფერს ზედაპირულად განიცდის, გართობას, დაბობვასაც... გვინდა არ გვინდა, ჩვენც ამ შოუში ვართ ჩართული...  მეშინია, ცხოვრბისადმი ინტერესი, სულ მთლად არ დავკარგო...

მერე შეანძრიე ეპიფიზი!

ეგ, რაღა ოხრობაა?!

–სულის სავარძელი...

მერე, სად მოვიძიო, რა უნდა ჩავწერო?

თავზე დაიკაკუნე, კინკრიხოსთან ...

შენც რა... მთელი ცხოვრება, თავში არ მიკუნებდნენ... აგერ ჩემები, უკვე დაოჯახდნენ, ცოლი ორი წელია, ქალიშვილის მოსანახულებლად წავიდა და აღარ დაბრუნდა,  აღარ მიშვებენო...

მერე შენ...

მე, მაინცადამაინც, არ მეპატიჟებიან...

რავა კაცო?! მახსოვს, იტალიურ ეზოში, რომ ვცხოვროდით, ბაზრიდან დაბრუნებულს, აივანზე, მთელი ოჯახი, რავარი ჟივილით გხვდებოდა...

ნუ იცი, მაზოლზე ფეხის დაჭერა... ისე, ტექნიკა კი მომაყარეს, მარტო არ იგრძნობ თავსო...–შენ ის, მითხარი, რაღაც ეპიფიზი ახსენე...

სიბერეში განათლებას მიეძალე ხომ?...

შენ, არ დამარიგე, მთლად, რომ არ გამოსირდე...

უყურე შენ, არ მეგონა, თუ გურუდ მაღიარე...

ეგ რაღაა?!

ეგეც ჩაინიშნე, მოიძიე ინტერნეტში და...

-ვიცი, ვიცი...

ჰოდა, ცოტას, რომ გაერკვევი, მერე დამირეკე...

***

დარეკა; მოიკითხეს ერთმანეთი და რაჟამ შერჩეული ვიდეოს, მონიშნული ფრაგმენტი, თითქოს შურისმაძიებელივით ჩართო:

 ქვეყნიერება თრთოდა, ტოკავდა, ზანაზარებდა, ხანაც კი, გალურსული იყო, ისე თითქოს,  სხვა სამყაროს სუნთქვის მიყურადებას ახერხებდა... ეცადე შენც!“

ეგ სად იპოვე?!

ერთი კვირის უკან გურუ მიხსენე და...

მერე კიდევ გამოსირდი მეთქი ის კი არ მითქვამს... ეპიფიზზე უნდა გაგემახვილებინა ყურადღება.

ეგ ისეთი სასწაული ყოფილა, ბევრი ვერაფერი ვერ გავუგე, ისე კინკრიხოზე, თითების კაკუნს მივეჩვიე და გვარიანი მასაჟები დავამუღამე, თავის ტკივილებმაც გამიარა.

თანამესაუბრემ სიცილით უპასუხა, ეტყობოდა ჯერ ვერ მიმხვდარიყო ალალად უმხელდა თუ ეხუმრებდა.

 ..

 

  • ***
    გრიგალში
    *
    ადვინროგორრა ფერებში... _ ანუარც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლაფოქსტროტი… ცნობილაძემავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა დაამერიკა…)...
     *
  • Комментариев нет:

    Отправить комментарий