ყოჩივარდას გენეალოგია
/იუმორისტული ნოველა/
ხვითო, რომელსაც ეს სახელი, პაპამისმა ნაბახუსევზე შეარქვა, სასწაულს, არაფრით არ ჰგავდა, მაგრამ დედამისმა აიჩემა, ჩემი მარგალიტივით ბიჭიო და ბაბუამ, მხიარულად დაუმოწმა, ხვითოა, ხვითოო!
მისი ერთადერთი ვაჟი, ჯარში ახალი გაწვეული იყო, მაგრამ უკვე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ცხონებული, მას შედეგ, გარდაცვალებამდე ელოდა შვილის გამოჩენას და ნებსით თუ ნებლიეთ სხვადასხვა მიზეზს იგონებდა ვაჟის დაკარგვის შესახებ, ერთი ვერსია, წამოზრდილ ხვითომაც მოისმინა; თითქოს მამამისი, ფრანგ თუ იტალიელ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა, მერე ადგილობრივი ქალი შეუყვარდა და... ადგილობრივს, ხაზგასმით დაურთადა...
როგორც „დიდ ომში“, ანუ პირველ მსოფლიო ომში ნამყოფ კაცს დაეჯერებოდა.
პატარა ხვითო, ზოგჯერ წაიფანტაზიორებდა კიდეც, უცნობი და–ძმების შესახებ.
ყოჩი; ავეჯის ხელოსანი გახლდათ, და ადგილმრეწველობის კომბინატში მუშაობდა;
ზოგჯერ წაიქემბაშებდა, თუმც, შველის სათხოვრად მოსულთა მკურნალობა, ფარულად უწევდა, რადგან კომუნისტების დროს ექიმბაშობა კანონით აკრძალულ საქმიანობად ითვლებოდა,
მაგრამ, უძლურებაში მყოფს, ვისი წამალიც შველოდა, მისთვის, მკურნალიც ის იყო, და ხშირად შველას, თავად „მაკონტროლებელი“ მუშაკებიც თხოვლნენ.
ხმა დადიოდა, ყოჩი, პაპამისის დატოვებულ, ირმის ქვის ძირზე, სხვადასხვა სამკურნალო ბალახისა და ფიჭვის წვენის შეზავებით ამზადებსო. ამბობნენ სახელიც ბაბუამ შეარქვა და ამის გამო, ადგილობრივმა მღდელმა, მისი მონათვლა გადაიფიქრაო, მაგრამ, მერე სხვა მოვიდა, პურმარილის მოყვარული კაცი და...
ხვითოს კი მისგან, პირველი მსოფლიო ომის დროს, ნაალაფარი ლამის „გაცრეცილი„“ ვარდისფერი მარგალიტი შერჩა, როგორც გაირკვა, ირმის რქის ძირს, პაპამისი, ევროპაში, ბოშა ქალისგან ნაჩუქარ ვარდისფერ მარგალიტს უნაცვლებდა.
ავსტრიაში, ნაღდ სიკვდილს გადავარჩინე და მისახსოვრაო, გაუმხილა წამოზრდილ შვილიშვილს.
–ავსტრიაში რა გინდოდა?!–გაიკვირვა მან.
–ხომ გითხარი, დიდი ომი გამოვიარე, მაგრამ, თავად ავსტრიაში ტყვედ ჩავარდნილი მოხვდი... რომ გავიქეცი, გზად ის ბოშა ქალი გადავარჩინე, ექვსი გადელებული კაცი უპირებდა...
–შენთვის, არ შეიძლება ჯერ...
–რატომ, არ შეიძლება?!
–რა ვიცი, რას გაუგებ ამ ცხოვრებას...–ახითხითდა ყოჩი.
ისე ხუმრობით, შინაურობაში, ყოჩივარდას ეძახდნენ; ბევრი ფიქრობდა, სახელი ყოჩი გაულამაზესო, მაგრამ მთლად მასეც არ იყო. მარჯვენა დუნდულს ქვემოთ, ყოჩივრდას ფორმის მეწამულისფერი, მინიატურული გამოსახულება, ემბლემასავით უჩდა. თავად, ვერც ხედავდა და ვერც ამჩნევდა, სანამ ერთხელ, მოწიფულს, მაისის თვეში არ შეუსივდა. ორიოდ კვირაში დაუცხრა, მაგრამ მომდევნო წელს, ისევ გაუხსენა და შეშინდა.
ბედად, იქვე, მეზობლად, მედიცინის დოქტორის, ჩამოსვლის ამბავი შეიტყო, და რადგან ნათესავად ეკუთვნოდა, შინაურულად მიაშურა. იმან:
–შენს ბედზე ჩამოვსულვარ, თორემ აქაურები კიბოს დიაგნოზს დაგისვამდნენ და... შენგან მიკვირს, ჩუმჩუმად სხვეს კი წამლობ და... ახლა მოჩვენებითი ფესურების გაკეთებას იწყებს, მამაშენიც ატარებდა მაგ ემბლემას, გენეტიკურია, ჩემს ნაშრომში, ერთგან, აღწერილიც მაქვს კიდეც, სეზონურად იცის წამოყელყევალება. ნათელი ახსნა, არ ააქვს...
–კი სეზონური ჩანს, გუმანით მეც ვიგრძენი, მაგრამ შენი სტუმრობით, არც ისე განებივრებულები ვართ და ვიფიქრე, რამე სიახლე დაცდება იმ ნაკითხ კაცს მეთქი...– ხურჯინიდან ძღვენის ამოლაგებას შეუდგა.
-ტყუილად ხომ არ აიხირა ბაბუაშენმა ყოჩია-ყოჩიო, ყოჩივარდას ფესურები მალამოდ შეამზადე და წაისვი ზედ, აა, ნახავ, დაშოშმინდება...
-მუტაცია ყოფილა, ჩემს დიდ წინაპარს, როგორც ჩანს რომანი ჰქონდა პირველ ყოჩივარდასთან...-იხუმრა ყოჩი–ყოჩივარდამ.
-მშვენიერი დიაგნოზია!-–მოუწონა ჰროფესორმა და რვეულში რაღაც ჩაინიშნა.
ის იყო და ის, შემდგ;ომ, გაზაფხულზე თუ თავს შეახსენებდა „გენეტიკური სიმბოლო“, ბაღში გასული, ყოჩივარდებს წამოკრეფდა, ღრმად დაყნოსავდა, მერე კი მარჯვენა დუნდულს ქვემოთ ლაჯთან ფაქიზად მიმოისვამდა.
ასე იყო თუ ისე, ხვითოს ახალგაზრდობაში მსგავსი რამ, თავის სხეულზე არ შეუმჩნევია, მაინცადამაინც, არც სამკურნალო მცენაარებისკენ მიუწევდა გული, უფრო გართობისკენ ეჭირა თვალი, მაგრამ, როცა რვაწლედის დამთავრების შემდეგ ბაბუმისი გაენდო, ბედი შენ გქონია, აგერ ახლა, ნათესავმა, სამედიცინო ინსტიტუტის სამეურნეო განყოფილების გამგე მასტუმრმა. ფსორიაზის წამალი შევაშველე, მერე სუფრასთან... მოკლედ, სამედიცინო სასწავლებელში მოვაწყობო...
-მაგარია! - გაიხარა.
_ჯერ, არსად არ წამოგცდეს–და რომ შეამჩნია, ბიჭი, ოღონდ, ქალაქში სტუდენტი გამხდარიყო და მისთვის სულ ერთი იყო, სად ისწავლიდა, გააფრთხილა,–ეგ უმაღლესი კი არაა, სასწავლებელია, უმაღლესში საშუალოდამთავრებულებს იღებენ!
სამედიცინო სასწავლებელი, ფარმაციის, სააფთიაქოს განხრით დაამთავრა და როგოც მერე ღრმად მოხუცებულმ, მაგრამ, ჯერ კიდევ ჯანსაღ გონებაზე მყოფმა ბაბუამისმა იხუმრა;
–ხვითოც „შეიქმნა კაცი!“
მეორე დღეს კი, დაბის აფთიაქის გამგც მოულოდნელად გარდაიცვალა.
-ბედი შენ გქონია, ტყუილად არ დამირქმევია ხვითო!-შესძახა ყოჩიმ და საღამოხანს ძღვენით, აღმასკომის თავჯდომარის მამას შინ მიადგა,
წარჩინებული ფარმაცევტისა, რა მოგახსენოთ, მაგრამ დაბის აფთიაქის გამგედ შემდგარმა ხვითომ, კაი გვარიანი ცხოვრება მოიწყო, „ჟიგულიც“ შეიძინა. ოღონდ, ქალების მუსუსმა ცოლის შერთვა არ ინდომა და ახლა, როცა, აგერ ორმოცი წლის მიღწეულს, მოულოდნელად, დუნდულს ქვემოთ ბარძაყმა შესიება და წამოტკივბა დაუწყო, მიხვდა, სხვასთან მისვლა და ტრაკის მიშვერა ეუხერხულებოდა. სარკესთან, თავისი შიშველი ტრაკის თვალიერებით გაწვალდა, უნებლიედ ინანა; ცოლი, რომ მომეყვანა, წესიერად მაინც დამხედავდა ზედო.
ბოლოს, შიშმა, თავისი ქნა და ეჭვებმა ლამის გამორღნეს. ბევრჯერ ინატრა ცნობილი ექიმბაში ბაბუა, მაგრამ იგი, ცხრა წელი იქნებოდა, როგორც თავად სიცოცხლეში ხუმრობდა, სამოთხის მთავარი ექიმბაში იყო.
„ვინმეს, რომ ვეჩვენო, არ დამინდობენ, შეიძლება ბიოფსიის გაკეთებაც დამჭირდეს... აჰ, არა, მერე დამიდგენენ კიბოს და გამატყავებენ... ხომ ვიცი, რამდენი ჩასაფრებული ელოდება, ჩემს ჩაწოლას...–და მაშინ, უცებ ფიქრში ამოიძახა: „ ბუხუტი, ბუხუტი არ გამწირავს!“
და ასიოდე კილომეტრით დაცილებულ ქალაქში მცხოვრებ, სიყმაწვილისდროინდელ ძმაკაცს, მერე სამედიცინო ინსტიტუტში განსწავლულ დერმატოლოგისს მოსანახულებლად გაშურა.
–ოო, ფერშოლოგს ვახლავარ!–გაიხარა მან– რა ქარმა გადმგაგდო აქეთ?!
–გაახსოვს?!–გათამამდა ხვითო.
–მაგას, რა დამავიწყებს ხვითუნია, მთავრ ფერშოლოგს, მთელი სამი წელი ჩემთვის სხვანაირად არ მოუმართავს, ერთხელ გოგოს მივყვები, ვეპრანჭები და მესმის მისი ბარიტონი,–ფერშოლოლოგს ვახლავარო, გავშრი ... ერთხელ ვთხოვე კიდეც, ბატონო ამირან ხალხში, ნაღდი სახელი, გაიოზი დამიძახე მეთქი, შენც არ მომიკვდე, ფერშლებმა გადარჩინეს საბჭოთა კავშირიო...
–ღმერთმა აცხონოს , ისე, კეთილი კაცი იყო, ანატომიას, რომ გვიკითხავდა...
–ჰო, მახსოვს , მახსოვს... შენ, ტყუილად არ შემოიარდი,..– აბა მიჩვენე, თორემ, სამძიმარზე ვარ წასასვლელი... ცოლმა მთხოვა, მისი მოყვარე იყო და...
ხვითო შეეცადა აეხსნა, მაგრამ მან არ დააცადა, ვიცი, ვიცი ჩემთან, რაზე მოდიან და შარვალჩახდილ ხვითოს უმალვე უთხრა:
–დერმატიტი არ უნდა იყოს, ისე ჰგავს... გამოკვლევა უნდა...
– აჰ, არა! ბიოფსიის გამკეთებელი არ ვარ...
–აბა, ჩემთან რაზე მოდიოდი?!
–ვიფიქრე შინაურულად რაღაცას მომიხერხებს მეთქი...
–არა, ოდნავაც არ შეცვლილხარ ხვითუნი, ოდნავაც! გამიგია, ბაბუაშენიც, ასე მკურნალობდა ხალხს, ოღონდ შენ არ ინდომე და...–თქვა სიცილში და უცებ, რაღაც მივიწყებული გაახსენდა–წინაურლად არა,–მაშინ ჯერ სამძიმარზე მიმიმიყვანე, ოჯახობა ჭიშკართან მელოდება, შევყვები და მალე მოვბრუნდები, ქალი ნათუსავებთან დარჩება, ჩვენ კი წავალთ შინაურულზე, ბიცოლაჩემი სასწაულ მალამოებს ამზადებს, ძველშავი აქვს ისეთი, წამლებისთვის არომატის მისაცემად აყენებს....
–წავიდეთ, შენ მიმიყვანე და პატივისცემა ჩემზე იყოს...–გაფაციცდა ხვითო.
–რას ამბობ, ნამდვილად გაუხარდება ჩემი ნახვა, წელზე მეტი იქნება არ მინახავს, ბიცოლაა –––სხვათაშიროს, მაგის ყოფილმა პაციენტმა მომაწყო უმაღლესში, მაგრამ ასე ხელცარიელი რაფერ დავენახო...–პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო ხელი დერმატოლოგმა, საფულეც შინ დამრჩენია...
–მერე, მე აქ არ ვარ, შეგ ოღონდ ის მითხარი, რამდენი წლისაა, რა მოუხდება თავშალი , კაბა?
და აეწყო, მალე, მოგონებებით გართული “ყოფილი „ფერშოლოლოგები“ მთიანეთისკენ მიმავალ გზას „ჟიგულთ“ მიუყვებოდნენ.
მობერებულმა, მაგრამ მაინც ყოჩაღმა ქალბატონმა ალალად გაიხარა გარდაცვლილი მეუღლის ძმიშვილის ნახვით,. დიდხანს კოცნა გაიოზი, ხვითო კაი ნაცნობივით თბილად მოიკითხა. მერე განაპირებულმა, ფარულად მობილურით, სადღაც გადარეკა და შორით მოსულ პაცინტთა მოსაცდელად, საგანგებოდ მოწყობილ ტალანის გავლის შემდეგ სტუმრები დიდ დარბაზში შეიპატიჟა.
–მე ცოტას გავლილი, ძაან მომნატრებია აქაურობა...–თქვა დერმატოლოგმა და უკან გაბრუნდა.
ხვითომ, მასპინძელს, თითქოსდა გასაიდუმლოებული ხმით აღუწერა თავისი გასაჭირი და როცა მოხუცი ქალის დაყვავებით შარვალიც ჩაიხადა, ქალმა ალისფრად შეფერადებული ადგილი ჩაძიებით შეთვალიერა.
–კი, ჩუტყვავილა, იშვიათად, მაგრამ, ზოგჯერ, გვიან ასაკშიც ემართებათ, მაგრამ ეგ, ადგილობრივია...–წაგისვამ, ჩემს ერთ მალამოს, უნდა მოგიხდეს... მაცივარში მაქ, წამში შევათბობ და...
მართლაც მალე გამოვიდა და ძველისძველი ფუნჯით წასმა დაუწყო.
–წაღება მინდოდა, გულს არ დაგწყვეტთ...
–კი ბატონო, სანამ თქვენ იპურმარილებთ...
ხვითომ გაიპატიჟა.
–ისე, როგორ გაგიშვებთ, იასონს ისე უყვარდა ფერშოლლოგი, უიმე არ გამიგოს,–ხუმრობით ეძახდა...
სიცილი აუტყდათ.
და უცებ, უკანა კარი გაიღო და ოთახში, გასათხოვად შეფერადებული ქალიშვილი შემოვიდა, ხელში ლერწმით ნაქსოვი კალათა ეჭირა, რომელშიც თონის პურები და სხვა სანოვაგე ეწყო.
–ააჰ!– შესძახა, უნებლიეთ შემცბარმა პაციენტმა..
–არა უშავს, ექთანია, რაც ამას ნემსები ააქვს ნაკეთები... ჩემი ძმის შვილიშვილია, სააღდგომოდ ბებიამისძ ჩამოაკითხა;, აგერ, გვერდით ცხოვრობს, მაცივართან დააწყვე საყვარლო, და გაიოზსაც დაუძახე...
–რა ხანია, არ მინახავს...–და მოსული ოთახიდან გასვლას აპირებდა, რომ მოულოდნელად შეკრთა.
–ინდიკო?!–ჩაილაპარაკა იჭვით.
–არა ქალბატონო, ინდიკო დისშვილია ჩემი...–გამოხედა შეთამამაებულმა ეგონა შინაურებში მოვხვდიო.. მერე, თითქოს გონს მოეგოო....–კი, მაგრამ, თქვენ საიდან იცნობთ?!...
–ყოჩივარდადან, –ღიმილით მიუგო ქალმა, და უცებ , თავისებურად მომლოდინე ფუნჯიან დედაბერს,–მკვეთრად უთხრა–ბებია, არ წაუსვა, რისი ღირსია ქე იცი შენ...
–რა მოხდა?!–დაფრთხა ხვითო.
–ჯერ, ის გვითხარი, სად იმალება, ის გარეწარი?
–ვიინ, ინდიკო... იტალიაშია, დეიდაშვილთანთაა წასული...
–აა, ვაჟბატონი ევროპაში ისვენებს, მე კი...
–რა ხდება ბატონო?!
–რა ხდება და, მაგ ვაჟბატონი, ერთი თვე, ინფექციურში იწვა, ჩემი პრაქტიკაზე იყო მაქ, იმდენი ულაქლაქა შეაყვარა თავი...
–აიწიეთ შარვალი! მაგ ყოჩივარდას დანახვა არ შემიძლია...
–აა, ახლა მივხდი, მართლაც ყოჩივარდას გავს... კი მითხარი, სიწითლე ჰქონდაო, მაგრამ...
–თქვენისთანა გოგოს, როგორ გაექცეოდა...–გაიკვირვა ხვითომ. შარვალი აიწია.
–ამბის მომკითხავსაც ვერ მივაგენით...
–ჰო, ობოლია, აღარც მე გამკარებია კაი ხანს...
–ობოლად, ეს ბავშვი დატოვა მაგ უჯიშომ...–მკურნალად შეგულებული მასპინძელი, ორიოდ წუთში მტრად იქცა.
–რომელი ბავშვი...?!–ადგილზე გაშეშებული სტუმარი მთლად დაიბნა.
–რომელი და...–კალათიანი ჩაძიებით შეათვალიერა–მესამე თვეში ხარ, ხომ ნინი?!
–იმან თავი დაუქნია...
–ახლავე უნდა დაურეკო! ჩამობრძანდეს და მიხედოს თავის ყოჩივრდას...
თავისდა მოულოდნელად ხვითოს სიცილი აუარდა.
–რა გაცინეს?! აუ, ეგეც მასავით უპასუხისმგებლო ჩანს...–შეიცხადა მოხუცმა.
–არა, ქალბატონო, ყოჩივარდას მოფერებით ცხონებულ ბაბუაჩემს ეძახდნენ...
–უი, შენ ყოჩის შვილიშვილი ხაარ?!–კაბაში ჩადნა ქალი.
–იცნობდით ალბათ... ისიც ცნობილი სახალხო მკურნალი გახლდათ...
–ვიცნობდით რომელია, ზუსტად სახალხო მკურნალთა შეკრებებზე ვხდებოდით ერთმანეთს...–აღელვება დაეტყო, და თითქოსდა, ერთ დროს, იმ „შეკრებაზე“ მოსმენილი ლექციიდან ფრაგმენტი გაიხსენა,–ისე, ყოჩივარდას ყვავილის წვენი მავნე და მომწვლელია, მაგრამ, სახალხო მკურნალის ხელიდან შემზადებული, ძლიერი სამკურნალო საშულებაა, განსაკუთრებით მცნარის ბოლქვები... ალერგიას, კრუნჩხვებს, ყელ-ყურს...
–კარგი ბებია, ნუ დაგვზაფრავ ახლა...გაიცინა გოგომ.
–აბა შინაურები ვყოფილვარათ...დრო იხელთა ხვითომ.
–ასე გამოვიდა, მაგრამ, სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდეს, თორემ...–შეფხიზლდა მოგონებებს მინდობილი.
–ახლავე ბატონო, იქაურობის დასაზვერად წავიდა, სხვა არაფერი.. –კოსტიუმის ჯიბიდან აიფონი სწრაფად ამოიღო.
–კი, დაზვერვა ძაანაც ეხერხება...–სევდიანად ჩაილაპარაკა ნინიმ.
ხვითომ, მისი ხმის გაგონებით, გახარებულ დისშვილს ჰკითხა, ჩამოსვლას, როდის აპირებო...
–შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები, ხვალვე გამოვფრინდები, ოღონდ, ახალ ნათესავებთან ერთად...
–ვინ ნათესავებთან?!–დაფრთხა ბიძა, ქალი , ხომ არ მოგიყვანია?!
–არა, ჯერ არ გამოვშტერებულვარ... აგერ, აქაურ აფთიაქების კომპანიაში იტალიელი ძმები გავიცანი... ჩვენები გამოდგნენ, გავშინაურლით და მერე დუნდულებზე პაწია ყოჩივარდებსაც შემახდეს...
–გაგიჟდები კაცი, ჰოდა, ერთი ყოჩივარდაც აქ გელოდება.. –ჩაილაპარაკა და თითქოსდა უცებ დაბრძენდაო, ისე თქვა–ხანდახან ზღაპარს ჰგავს ეს ცხოვრება... ის ქალი, ასე მახსოვს, ავსტრიელი იყო...
–კი, ყოჩის ავსტრიაში გაუცვნია, მაგრამ ბოშა ყოფილა, მერე იტალიაში გათხოვილა და...
–გაგიჟდები კაცი, ჩამოდი, ჩამოდი, რაც შეიძლება სწრაფად და მაგ
იტალიელი ყოჩივარდებიც გამოიყოლიე, ისეთ ძველშავით ვაქეიფებთ, აგერ მისი არომატით ვარ გაბრუებული... პირველ რეისზე წამოდით...
ბებია და შვილიშვილი, რაღაცას მიხვდნენ; შეუმჩნევლად ხარობდნენ და ხვითოც აიმედებდა:
–აწი, ვეღარსად წაგვივა, აწი ვეღარსად წაგვივა, აწი ვეღარსად წაგვივა..მერე ამბის ასე დამაინტრიგებლურად მოქსელვით დაბნეულ ნინის მხურვალედ მოეხვია, გაბედნიერება მიულოცა, ბებიამისიც ჩაკოცნა.
–რა წაგისვა ასეთი...–გაკვირვებით იკითხა ზღურბლთან მომდგარმა გაიოზმა.
–ბედნიერება, ბედნიერება!– სხარტად უპასუხა ხვითომ.
–ბედნიერების წამალი თუ გქონდა, მე მიმალავდი?!–განაწყენება დაეტყო დერმატოლოგს.
და ნინის გულღია სიცილმაც ყოველი ხმა გადაფარა.
ჯ.გ.
*გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები… ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines… Janri gogeshvili
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge...
*იხილეთ პოეტური არეალი _პოეზია / Поэзия / poetry _ /კვანტური იმპულსები / Quantum pulses/ ჯ.გ. / Дж. Г. / J. G.
- ***გრიგალში*სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული,კამპანელლა, ფოქსტროტი… ცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძე…აფრიკა დაამერიკა…)...*
Комментариев нет:
Отправить комментарий