აფექტის
ფაქტორი / ნოველა/
„დრამატურგია ყოფაში, უფრო მძლავრად ვითარდება, ვიდრე სცენაზე, მაგრამ ცხოვრებისეული მაყურებელი იმდენად შეეჩვია დაპირისპირების, ინტრიგის, ავანტიურის; ტრაგიკომიკურ სცენებს, რომ ბევრს, ასე ჰგონია, ყოველივე უკვე, სერიულად მეორდება, ჩვეული სტანდარტითაა დამზადებული...“ ხშირად იმეორებდა, „ეზოს ბირჟის ფსიქოლოგად“ შესახელებული ბეჟო.
ინდიკო კი,
რას იფიქრებდა,
რომ თბილისობა
დღეს, ვალიკოს
ცნობილ „გარაჟში“ წაქეიფება, მისთვის ბოლო
პურობა იქნებოდა;
შეჭიკჭიკებული მეზობელ
არ მოეშვა;
„უარი არ
მითხრა, ახლა,
შენი სადღეგრძელო ერთხმად შევსვით,
ჩამოდი, გვაკლიხარ,
თან სამადლობელსაც მოიხდიო; ამას, მეორეს ზარიც
მოყვა, რაღაც ახალს
გვეტყვი, უამრავ
რამეს უსმენ
და გაგვანათლებო... მერე მესამეც და
ინდიკოსაც, ვისზეც,
შინაურები ხუმრობდნენ, ამას
ჩვენი კი
არა, მსოფლიო
პოლიტიკაც წინდაწინ
ააქვს გათვლილიო,
უნებლიეთ გული
აუჩუყდა და
შინიდან ცოლის
მალულად გაიპარა.
„გარაჟში“
დიდი ოვაციებით
შეეგებნენ, სამადლობელის მოსახდელად „გამორჩეული“ სასმისი
შეუვსეს და
ინდიკომც, თავისებური მჭერმეტყველება არ
დაიშურა, მოკლედ,
რომ ვთქვათ,
სუფრასთან მყოფნი, ყოველმხრივ გულითად,
გულისხმიერ სამეზობლოდ წარმოაჩინა
და სასმისი
ბოლომდე დაცალა...
მაშინ,
ერთმა, ჩაუკრა,
ახლა სულიერადაც დაგვაპურე, გვითხარი, რა
ხდება ამ
ქვეყანაზეო...
–ამ
ქვეყანაზე, რაც ხდება, ახლა ვინღა არ
იცის, ყველა
ტელევიზორში, ამას
ქაქანებენ...
–ჩვენ,
დილიდან აქ
ვართ, ჯერ
ნარდის თამაშში
ვიყავით, მერე
წაგებულებმა პურმარილი
ვიკისრეთ და...
–ჰო,
ჰო! ნუ
გვახვეწნინებ, შენ
მააინც, სხვანაირი
მოყოლა იცი,
შენებურ ობიექტურ
ანალიზსაც შეგვაშველებ... რა, როგორ...
–როგორ
და...–გაბრიყვდა
ინდიკო–ხალხი
კოალიციური მთავრობის
საკონტროლოდ უნდა შეემზადოს...
–მერე ვინ
თქვა, აჯაბსანდალი, რომ იქნება?!–გაიკვირა მთვლემარე–ჩინომ, უცებ
შეფხიზლდა.
-იქნება,
უტყუარი იქნება!!!
-შენ
მე, პატიოსანი
კაცი მეგონე,
თურმე კოალიციურს ელოდები...–და მთვლემარემ, უცებ ღვინით სავსე
ბოთლი აიტაცა, ინდიკოსკენ მოისროლა...
შემოსტუმრებულს საფეთქელთან გაჰკრა და
მისი სულიც
გაიყოლია.
ყველანი
„დაშოკილებად“ იქცნენ.
–ამისგან, მთელი სუფრა ხმა არ გაგვიგია და...– ძლივს უთხრა მერე მოსულ პოლიციელებს ,ტრაგიკულად დასრულებული სუფრის თამადამ და უნებლიეთ თავმომწონედ დაამატა,–ისე, ეერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა!
–სად
მუშაობდა?– იკითხა
ჩინიანმა.
–მგონი
დასუფთავებაში...
–ოოო...–მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა, მისმა თანხმლებმა და მობილურში
რღაც ჩაინიშნა.
სასწრაფო
დახმარების მანქანასთან, დაღუპულის ცოლის
უღონოდ წაკივლების მერე, გარაჟის „ინციდენტის“
მომსწრეთა დაკითხვის
მიზნით დარჩენილ
პრაქტიკანტ გოგოსთან, ენად გაკრეფილმა, ეზოს „ბირჟის ფსიქოლგმა“,
თავისი მოსაზრება
მკვეთრად ჩამოაყალიბა:
–აფექტში
იყო ჩადენილი!
-როგორ
თუ თვლემდა...
-დიახაც,
მაგრამ, გონი
საწუხარს არ
ივიწყებს; ახალი
მთავრობა, გაურკვეველი მდგომარეობა, სამსახურის დაკარგვა...
ბუნდოვნად გაიარა
მის თავში,
ნებელობითი
კონტროლი დაკარგა
და საფრთხისკენ უძწრაფესი გასროლა
გააკეთა... აფექტის
ფაქტორია რა!
–დასუფთავების სამსახურში ყოფილა
გაფორმებული...–ორაზრვნულად შეახსენა გოგომ.
–სწორედაც,
ახლა, მთელი
ქვეყანა დასეფთავებაზეა გამოკიდული...
-კარგი
გმადლობთ, უმჯობესია
მოისვენოთ...–შესცინა
გოგომ.
-მე
ჩამოგაწოდეთ და...
ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი
განიხილება, როგორც
შეურაცხადი...– შეახსენა
დამწყებ იურისტს,–
მოვალეობამოხდილი წავიდა
გარაჟისკენ, რათა
თავისი მიხვედრილობით მეზობლები „გაენათლებინა“, ფიქრში
კი ნანობდა:
„რა
ბედზე დავურეკე,
გავერთობით მეთქი და...
მე ამის!“
ჯ.გ.
Комментариев нет:
Отправить комментарий