вторник, 7 января 2025 г.

გაუმხელელ ალერსში... /იუმორისტული ნოველა/

 


გაუმხელელ ალერსში... /იუმორისტული ნოველა/

ჯიგრულ პონტშიმოსულა,

ლაურაც და ურსულაც;

საჭორაოდ, სააშიკოდ,

სუფრის ასატროკებლად...

გაუმხელელ ალერსში;

ტუტუნში და ფრთხიალში,

სამეგობროდ გერჩივნოთ,

სოფლის მარგალიტები;

საოცნებო  ტრფიალში;

მორცხვად დაგეშილები,

შრომის მოყვარულები,

კერიის ერთგულები...

 ეს ლექსი, ნიკომ, რაიონული გაზეთის მიერ გამოცხადებულ სატრფიალო ლირიკის კონკურსის პირობებში წარმოდგენილი, იუმორისტული ნიმუშებით შეგულიანებულმა დაწერა; იმჟამად, მსგავსი რამეები სიახლე გახლდათ; „საბჭოთა კავშირის“, ტერიტორიული სივრცე და ბიუროკრატიული აპარატი, საცა იყო მოიშლებოდა; გარეგნული მაჩვენებლები უკვე,  გვრიანად შელანძღოდა, თორემ, ისე; ბევრის ცნობიერებაში, მისეულიფენომენი“, ისე მყრად გახლდათ გამჯდარი, კიდევ, კარგა ხანს გააწვალებდა საბჭოურინოსტალგიითნასაზრდოებ თაობებს.

მეთორმეტე კლასის მოსავლე გახლდათ; აზროვნებაში გაწაფული; მეტადრე, ლიტერატურულეცნიერული სიახლეები იზიდავდა. თანაც, გვარიანი შესახედი და გულისხმიერი იყო; ბევრ გოგოს მოსწონდა,, მაგრამ, როცა ეს ლექსი რაინულ გაზეთში დაიბეჭდა, თან პრემიაც დაიმსახურა; აშკარა თუ ფარულმა თაყვანისცემლებმა, მისდამი ინტერესი დაკარგეს, რადგან, მთის ფერდობზე შეფენილ სოფელში, გოგო თუ ბიჭი, ყველა, თითქმის, ერთიანად, ქალაქში სწავლის გაგრძელბაზე თუ ცხოვრების მოწყობაზე ოცნებობდა, ზოგს, უკვე  ევროპაც კი, თავისებურად გათავისებული პქონდა.

ერთმა შინაბერა მასწავლბელმა, რომელიც სხვადასხვა კლასებში ხან ისტორიას, ხან გეომეტრიას, ხან ინგლისურსაც  კი ასწავლიდა, ვითომდა სიყვარულით   რაიონის საუკეთესო სასიძომონათლა.

ეგ, სოფლის იდილია გამოდგა, თავისთავის ფასი არ იცის, და თანამედროვე ქალის უნარებს, რას შეაფასებსო.“ წაიფილოსოფა ინტელექტულურმიმათებით, მისმა მოჯიბრე თანაკლასელმა, მაგრამ ნიკოსთვის, მეტად საწყენი ის იყო, რომ ნინომაც კი, თვალის არიდება მოუხშირა, არადა, ლექსი, ამ შავგრემანი, ტანმორჩილი, მაგრამ მისთვის, რატომღაც, შინაურულად სანდმიანი, გოგოს ანდამატით აღძრულმა დაწერა.

ამან, უფრო განუმტკიცა რწმენა, რომ სოფელში გულდაჯერებითა და მაძიებლური სულისკვეთებით უნდა აეწყო, შაბლონური შრომით გადაღლილი მშობლებისგან განსხვავებული ცხოვრება

და ათიოდე წლის შემდეგ, ბევრისთვის შესაშური  მერნეობა გამართა, უმაღლესიც დაუსწრებლად დაამთავრა. გონიერი, მოხერხებული, თანასოფლელებზე მზრუნველი, შრომისმოყვარე კაცის ავტორიტეტი დაიმკვიდრა.

ცოლის შერთვას არ ჩქარობდა, არც, ვინმე ეგულებოდა სათავისოდ.

ფიქრი და ქმედება ევროპიდან შემოსული გრანტების მოპოვების; მათი მეშვეობით მეცხოველეობის ფერმის, სასათბურე მეურნეობის და მეფუტკრეობის მოძლიერებისკენ პქონდა მიმართული... მათში დასაქმებულ სანათესაოსამოყვრო თუ სამეზობლო გარემოსთვის, სოფლური ყოფიდან, უიღბლობის განდევნის კვესაბედიც, ის გახლდათ.

და ევროკავშირისკენ სავალ  გზაზე, შეფერხებები, რომ შეიქმნა,, მართალია, მმართელ პარტიასთან რა არ იყო, მაგრამ, მისი საქმიანობის, ძირითად საფუძვლად,  ქვეყნისევროპული მომავალსმოიაზრებდა და ბევრ თანამემალულესთან ერთად, საპროტესტო განწყობა, მასაც დაეფლა, აიყოლია თანასოფლელები და საკუთარი მინიავტობუსით დედაქალაქისკენ გამოსწია...  აი, იქ, საპროტესტო აქციაზე შეხვდა მრავალი წლის უნახავ ნინოს, რომელიც, კაი გვარიანი მივიწყებული ჰყავ... ლმა იცნო, თორემ ისე ზედაც არ შეხედავდა, უნებლიეთ, დემნა შენგლაიას ბათა ქექიადან, ის ეპიზოდი გაახსენდა,  ნაადრევ გაზაფხულზეპარსკევობაზესასეირნოდ გამოსული ბერიკაცი, თავის სიყვარულს, რომ გადაეყარა: უფრო სწორად, ,საიდანღაც გამომტყვრალი დდაბერი შეაჩერდა, კაცმა ზურგი შეაქცია, მაგრამ დედაბერი არ მოეშვა, მერე ერთგან, თითქოს მიიმწყვდია,  გამოეცნაურა: დედაბერს გაეცინა და სიცილის დროს ორად ორი ცერის სიმსხო ყვითელი კბილი გულის გასახეთქად გამოაჩინა.“ არა, მთად ასე საფრთხობელად არ ქცეულიყო, ერთ დროს, მასზედ ანდამატივით ზემოქმედი არსება, მაგრამ, ნიკო ქაოსურად შეშფოთდა და უნებლეთ გაიფიქრა: „რას მერჩოდი?!“

უსიამოვნო განწყობამ ღრღნა დაუწყო, თანაც, მათ გარშემო შემორკალულ თანასოფლელთა ჩამძიებლური კითხვებისა და მისეულ გულუბრყვილოდ აღქმულ „სოფლურ იდილიაში“, იდუმალი ტრფიალის ამღძვრელი, იმ ქალის მონანიე ხმის მოსმენა უწევდა; ვინაც, ბოლომდე გაუაზრებელი ღალატით, მისი ცხოვრება, მართალია დადებითად, მაგრამ, მაინც „ძალდატანებით“ შეცვალა; ყმაწვილის ფიქრში, თავად სიტყვა „ოცნებამ“ ჰაეროვნება და ნდობა დაკარგა.  

საუბარს ფრაგმენტულად აღიქვამდა:

უმაღლესი ოქროზე დაამთავრა... არ გაუმართლა... ნათესავმა საზღვარგარეთ მიივია, არც იქ დაურჩა იღბალი, ვალები გადუხდელი დარჩა... არა, არ გათხოვილა, არც უფიქრია; დას, შვილების გაზრდაში ეხმარებ... რაც მშობლები გარდაეცვალა, სოფლისკენ არ ეძლება გული;  კი იქაურობას, ხშირად იგონებს... და უცებ, მგძნობიარედ წარმოთქვა, ისე რომ ნიკოსთვის არც შეუხედია:

 ჯიგრულ პონტში“ მოსულა,

ლაურაც და ურსულაც;

საჭორაოდსააშიკოდ,

სუფრის ასატროკებლად...

გაუმხელელ ალერსში;

ტუტუნში და ფრთხიალში,

სამეგობროდ გერჩივნოთ,

სოფლის მარგალიტები;

საოცნებო  ტრფიალში;

მორცხვად დაგეშილები,

შრომის მოყვარულები,

კერიის ერთგულები...

ხმაში, აცრემლების ნოტი გაუკრთა.  

ამას კი, ნამდვილად, არ ელოდა ნიკო, იქაურობას, ისე გაეცალა, თითქოს არაფერი გაუგია;  „მოდელიორთა მარშის“ მხიარულ ტალღას შეერია და მოხდენილ ქალიშვილს ღიმილით შეაჩერდა. ქალიშვილმა გულღიად შესცინა და ინტერესით ჰკითხა:

თქვეენ?

მე საცოლის შერჩევა მინდა? ოღონდ, მაღალმთიან სოფელში მაქვს ბიზნესი!–გულღიად მიუგო ნიკომ.

მაგას რა ჯობია!...–გაიხარა გოგომ,–რა ხანია მინდა, განსხვავებულ გარემოში, მომავლის მოდელირება...

..

 ***

საძიებელი


_*_
*იხილეთ ნოველები და მოთხრობები

***
გრიგალში
*
ად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს... (ლაშქრული, კამპანელლა, ფოქსტროტიცნობილაძე, მავზოლეუმი და ისევ ცნობილაძეაფრიკა და ამერიკა…)...
 *
***

© გახსოვდეთ!.. 
საავტორო უფლება