მივიწყებული ტვინი... /ნოველა/
–და რობოტს
თუ
დაემართება
რევმატიზმი?–ირონიულად
იკითხა
უცებ
ბაადურმა...
ყველამ
გაოცებით
მიიხედა.
–ეგ
რა
შუაშია?!–შეეპასუხა
ბოლოს
ერთი
მათგანი.–სად ხელოვნური
ინტელექტი
და
სად
რევმატიზმი?!
ბანქოს
თამაშით
გართულებს,
ილონ
მასკსა
და
ხელოვნურ
ინტელექტზე
წაუცდათ
სიტყვა
და
ოთახის
აღმოსავლეთ
კუთხეში,
მდგომ
მაგიდაზე,
ირიბად
მოთავსებულ
კომპიუტერის
ეკრანის
მოთვალთვალე
მასპინძლის
შენიშვნაც
ამან
გამოიწვია.
–ნოსტარდამუსს
პოდაგრამ,
მოუღო
ბოლო...
–მერე
რა?!–დაინტერესდა,
მის
ახლო
მეგობრად
მიჩნეული
გელა.–ქირურგი
იყო,
თუმც,
იმჟამად,
შემცირებაში
იყო
მოხვედრილი
და
ადმინისტრაციასთან
დავები
ჰქონდა.
–ის რომ პოდაგრა
ტვინის
დეფორმაციას
იწვევს
და
მეხსიერებას
აქვეითებს,
მაგრამ,
განადაგურებისას
ნეირონები,
ყირამალაზე
გადადიან
და
გამონათებაც
მაშინ
ხდება,
თუმც,
უმეტესობას,
ამის
შნო,
არ
ეძლევა,
ნოსტარდამუსის
უჯრედები
კი,
ამ
დროს,
თვითგანხლებას
ახერხებდნენ
და
აი,
მაშინ...
–ბებიაჩემს
ჭირს
ეგა,
ტკივილი,
წამოდგომა
უჭირს,
ფეხებს
ასარსალებს
და
ჩიფჩიფჩიფს
იწყებს...
–ნიკრისის
ქარისგან
ალბათ,
ნათხემი,
პატარა
ტვინი
აქვს
დაზიანებული,
იქედან
კი
ხერხემალი,
ასწავლე
თავის
უკანა
ნაწილი
დაიმასაჟოს,
იქ
სადაც
ნათხემია,
ანუ
პატარა
ტვინი...
–ნიკრისის
ქარი
რაღაა?!–იკითხა
ქირურგმა.
–ქართულად
პოდაგრას,
რომ
ეძახიან...
ჰოდა,
უთხარით, მაგ თქვენს ილონასა, ტყუილად ნუ წუხს, რობოტი, ინტელექტუალ ადამიანს, ვერ დაიმონებს, გააგრძელოს ხელოვნურის განვითარება...
– რევმატიზმი
რა
შუაშია?!–ვეღარ
მოითმინა,
ბანქოს
მაგიდასთან,
მედიდური
სახით
მჯდომმა
ზიგმუნდმა.–ნოსტარდამუსს
ხომ,
პოდაგრა
სტანჯავდა...
რევმატიზმი
კი..
–ჰო
ვიცი,
ძირითადათ
გულს
აზიანებს...–თითქოს
შეეხიდა
იგი
და
ირონიულად
დაუმატა–უმეტესად/
მშრომელთა
კლასს
სტანჯავდა,
პოდაგრა
კი,
შუა
საუკუნეებში
სამეფო
პირების
და
არისტოკრატიის
ავადმყოფობად
ითვლებოდა...
_საიდან
ასკვნის
ამეებს,
ეს
შობელძაღლი?!_ჩაილაპარაკა
ბანქოს
თამაშით
გართულმა,
მრავალი
წელი
სადოქტოროს
დაცვის
მოსურნე
რევმატოლოგმა,.
რომელიც
თავის
პროფესიას,
ასე
უმიზეზოდ,
არ
ამხელდა,
მით
უფრო,
მოცალეობის
ჟამს,
„დროს
მოსაკლავად“
თანამეინახეებთან
ერთად,
შემთხვევით
მოხვედრილ
უცხო
გარემოში.
_სსუ,
უპატივცემულობას
ვერ
იტანს,
უყვარს
წამოკიდება...–ორაზროვნულად
გააფრთხილა
მასპინძელთან
გაშინაურებულმა.
–შენ რა გიჟთან
მომიყვანე?!–ფრთხილად
იკითხა
ზიგმუნდმა.
–შემოსტუმრებულის ცოდნის
გადამოწმება
უყვარს...
–ერთი მაგის...
–თავის ბუდიდან არ წამოაფრინო თორემ, არწივივით თავს დაგვაცხრება, სამოციანებში ფარიკაობაში
ჩემპიონი
იყო,
დარტანიანს
ეძახდნენ,
მერე
საყვარელმა
უღალატა
და
დაშნით
სამი
კაცი
დაჭრა...
ისე,
ბავშვივით
გულღია
კაცია...
ოღონდ,
ქალი
და
სიყვარული
არ
უხსენო...
იმ
ღალატის
შემდეგ,
ბაადური
ქალებს,
თითქოსდა,
როგორც,
არასაიმედო
არსებებს,
ისე
აღიქვადა.
მატოდმარტო
ცხოვრობდა
მშობლების
დანატოვარ
ბინაში:
ასე,
ორმოცი
კვადრატული
მეტრის
ბინში;
ელექტროობა
ემარჯვებოდა,
და,მტვრეული
ავეჯის
შეკეთებასაც
ახერხებდა
და
ამეებით
გაქონდა
თავი,
ცნობილი
კი
იმით
გახლდათ,
რომ
გაცნობისაას
ქალსა
და
კაცს,
თითქოს
საკუთარი
თავის
უკეთ
გაცნობა-გათავისების
მიზნით,
ინტერნეტში
მოპოვებულ
განმარტებას
ღიმილით
მიადევნებდა:
-ბაადური,
ქართული
მითოლოგიის
მიხედვით
ღვთისშვილი,
ღმერთი
მორიგის
ნასახი
...
და
თუ
ვინმეს
გაოცებას
ან
შეშფთებას
შეამჩნევდა,
უმალვე
დაუმატებდა,
თორემ
ზოგი
ბადურას
მიძახის,
ცხონებული
ჩემი
ხევსური
ნათლია,
იმიერში
წუხდება...
ხომ
არ
გაწყენინეთ?
პასუხი
კი
უმეტესად
იყო:
-არა,
როგორ
გეკადრებათ...
ზოგჯერ
კი,
მისი
მოხერხებითა
და
ხელობით
ნაამებ
მასპინძლის
მიერ
გაშლილ
სუფრასთან,
იმ
ხევსური
ნათლიის,
სადღეგრძელოც
ისმებოდა.
–საინტერესო
ვერსიაა...–დინჯად
ჩაილაპარაკა
რევმატოლოგმა,
მიტოვბული
დისერტაცია
გაახსნდა
და
აღეგზნო...
რომელ
ჟურნალში
წაიკითხე?
–ახალი
კვლევაა,
ინგლისურენოვან
საიტზე
წავაწყდი,
სისხლში,
შარდმჟავის
და
მარილების
კონცენტრაციაზეა
მოკვლევა...
– მერე,
სად
ხელოვნური
ინტელექტი
და
სად
რევმატიზმი?!
–იმაზედ,
რომ,
ატმოსფერულ,
ბიოლოგიურ,
ქიმიურ,
საერთოდ
ყოველ
ბუნებრივი
მოვლენების
ურთირთრთრეაქციებს,
თავისი
მაპროვოცირებული
და
მსაზღვრელი
ჰყავს...
–ეგ,
სად
ამოიკითხე?
–ამას
ამოკითხვა,
რად
უნდა?!
ბუნების
ანაბანაა...
–უკაცრავად,
რა
დაამთავრეთ?
–ამას,
რად
უნდა
დამთავრება,
ვფიქრობ!..–ჩაიცინა
ბაადურმა,
ჩემი
სახელი
დაგავიწყდათ?!
ზიგმუნდს,
უნებლიეთ,
თითქოსდა
„მივიწყებული
ტვინი“
გაახსნდა;
ფიქრი
დაიწყო;
იგრძნო,
კაი
ხანი
იყო,
საყურადღებო
საკითხზე
არ
ეფიქრა,
უმეტესწილად,
მექანიკურად
მოქმედებდა,
მექანიკურად
დადიოდა,
მექანიკურად
ჭამდა,
პაციენტებსაც
კი
მექანიკურად
იღებდა,
მკურნალობდა
და
ისტუმრებდა.
„პოდაგრა
ტვინის
დეფორმაციას
იწვევს,
დეგენარციის
მეკვლეა...
ტვინი
ნერვული
ქსოვილითაა
აგებული...“
ჩაინიშნა
გონებაში
თითქოს;
და
უხერხულობა
იგრძნო,
კაი
ხანი
იყო
სამედიცინო
ლიტერატურა
არ
წაუკითხავს,
ის
კი
არა,
საერთოდ
წიგნი
არ
ჭერია
ხელში,
ზოგჯერ,
მეგობარ
ქალთან
ერთად,
რუსეთიდან
ჩამოსულ,
რომელიმე
გამოჩენილი
ნევროგოლისა
თუ
სამედიცინო
მუშაკის
ლექციას
ესწრებოდა
და
ასე
ახალისებდა,
ერთ
დროს
სტუდენტობისას
მიღებულ
სამედიცინო
ცოდნას.
უცებ,
რატომღაც,
გადაწყვიტა
დისერტაციის
თემა
შეეცვალა...
თან
უნუბლიეთ
წარმოიდგინა,
ქვეყნიერება
რობოტებით
იყო
გადავსებული
და
არც
რევმატიზმი,
არც
გული
და
არც
სხვა
გრძნობისმიერი
ორგანო,
არვის
აწუხებდა;
ეს
ძვლივს
დამთავრებული
„სამედიცინოც“
არაფერს
წარმოადგენდა...
უნებლიეთ „საფიქრელად“ ერთიანად აღიძრა და ერთი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი
მეცნიერის,
პათეტიკურად
წარმოთქმული
სიტყვები
გაახსენდა:
„ტვინი
არის
მოძრაობის,
მგრძნობელობისა
და
სულიერი
მოქმედების
წყარო...“
იგრძნო, ეს ფრაზა, რაღაც მნიშვნელოვანს მიანიშნებდა, ოღონდ,
არ
ახსოვდა,
ავტორი
ვინ
იყო...
და იქვე, ბაადურმა, თითქოსდა ჩასაფრებულივით, ინტერნტგვერდზე განთავესებული ლექსი წაიკითხა:
სამყარო ჰოლოგრამიული ბრენდია,
გაყიდე ტვინი, ხათაბალად გექცა,
ჭკუა ჩამოფასდა, სიბრძნე ვახშშია…
ჩაიდგი გონების საბანკო ჩიპები,
გათვალე მოგება, მთავარი ფულია,
ნუღა იდარდებ, ვის ცივა , ვის შია;
ის შენი ტვინი, ”ბრენდის” ნაწილია.
იხილეთ:
_*_*იხილეთ ნოველები და მოთხრობები
მივიწყებული ტვინი... /ნოველა/
ოტოტოს მამაკაცური ღვაწლი... /იუმორისტული ნოველა/
- მიხიბვლა (იუმორისტული ნოველა)
- ყოჩივარდას გენეალოგია /იუმორისტული ნოველა/
- აფექტის ფაქტორი / ნოველა/
- ეცადე შენც! /იუმორისტული ნოველა/
- არიფ–სალბუნი, ანუ ფრაგმენტი სიურრეალისტური სცენიდა...