суббота, 15 апреля 2017 г.

ხურმის ნერგები /ნოველა/



_ეს ცხრა აპრილი, რომ არა!_შემთხვევის მიცემისთანავე გაცხარებული იწყებდა გრიშა თავის უიღბლობასთან დაკავშირებული ამბის მოგონებას, როგორც კი შესაფერის მსმენელს მოიხელთებდა,_აყვნენ იმ აცუნდრუკებულ არაფორმალებს და…_იგონებდა, რა წინასწარმეტყველურად აფრთხილებდა ”თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე” ატეხილ ხალხს, ნახავთ მალე შავი პური სანატრებელი გაგიხდებათო…
ეს, უმეტესად,  თბილისიდან სოფლისკენ, ან სოფლიდან თბილისში მიმავალ ავტობუსში ხდებოდა.
_ასეთ დღეში არ უნდა ვყოფილიყავი მე…_ყოველთვის მოიძებნებოდა ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას მისტიროდნენ._ერთ ცნობილ რაიონში აღმასკომის თავმჯდომარედ მიშვებდნენ, მერე სხვანაირი  სიფრთხილე შეეპარა ცეკას მდივანს, რა ვიცით რა ხდებაო და ძველის დატოვება არჩიეს, ვითარება გამოკეთდება და შესაფერის ადგილსაც შეგირჩევთო, მაგრამ მთლად გაბანძდა საქმე, ეს ცხრა აპრილი, რომ არა…_ძველი ნაცნობებთაგან ზოგი აშკარა თანაგრძნობას გამოხატავდა: ”აბა, აბა, რა აწყობილი ქვეყანა დაანგრიესო…”
ზოგი ხათრით უსმენდა, თან თავის გასაჭირზე ფიქრობდა. ოღონდ, ერთხელ ვიღაც შეზარხოშებულმა წვეროსანმა მის საუბარს ყური რომ მოჰკრა შეუღრინა:
_დაკარგულ სახრავს მისტირი ხომ შე წურბელავ!
გრიშას ხმა ეცნო, მაგრამ  წვერ-ულვაშში ლამის ჩაკარგული მისი სახე  ვერ ამოიცნო. ”მგონი, ესეც საპროექტოში მუშაობდა…” გაიფიქრა იჭვნეულად. ”მერე, ალბათ ეროვნულებში ტრიალებდა… ჰო, ჰო, მახსოვს ადმინისტრაციას გვემუქრებოდა…”
_ვატყობ, არც შენ გაქვს კარგად საქმე…_შეეცადა იუმორით დაეცხრო უცნობის აგრესია და ისე მეგობრულად შეხედა, წვეროსანმა ნიშნისმოგებით ჩაიცინა.
გრიშა შეკრთა, რამე შარს არ გადავეყაროო, დაიძაბა.
უცებ გზისპირას გასაყიდად გამოტანილ ნერგებს მოჰკრა თვალი.
გახარებულმა მძღოლს უმალ გასძახა;
 _გამიჩერე, ბარემ ნერგებს ვიყიდი და მერე სხვა ავტობუსს გამოვყვები!_უმალ წამოდგა, ჩანთა აიღო და წინ მარჯვედ წაიწია.
გზატკეცილთან შეყოვნებულმა შვებით ამოისუნთქა.
აპრილის თვე იდგა; მზიან ამინდს, ღრუბლიანი ენაცვლებოდა, უცებ მოვარდნილი ქარ-წვიმა კი გარეთ გასვლას სურვილს უკლავდა ადამიანს. მაგრამ ახლა მშვენიერი, მზიანი დღე იყო, შიგადაშიგ, გაზაფხულის სურნელით გაჟრენთილი სუსტი ნიავი წამოუქროლებდა.
კაცი ნერგებისკენ შებრუნდა.  ”ხურმა არ დამირგავს…” გაახსენდა უცებ.
ახსოვდა, ბავშვობისას ბებიასთან საახალწლოდ სტუმრად, რომ ჩაიყვანდნენ, მოხუცი მზის სხივებით დამტკბარ ხურმებს დიდი ლამბაქით, რომ დადებდა მაგიდაზე და გრიშაც, თავის დებთან ერთად გემრიელად მიირთმევდა.
თუმც, კაი ხანია, იქაურობა უპატრონოდ იყო მიტოვებული, მეზობლებს, რომელთაგან უმეტესობა ნათესავად ერგებოდა, ბებიამისის დანატოვარ ეზოში უშეშობის გამო, ხეთა უმეტესობა მოეჭრათ. ახლა კი, ყველაფერ ამას, რომელიღაც სამხედრო შენაერთის სოფელთან ერთი კვირით დაბინავებას უკავშირებდნენ. თუმც, ზოგი ტანმსხვილი ხის მოჭრა დაზარებოდათ და დინამიტით ფესვებიანად აეფეთქებინათ.
”უჰ, ეს ცხრა აპრილი…”, შემთხვევის მიცემისთანავე აღჭრიალებდა კბილებს გრიშა.
ხეხილი შეძლებისდაგვარად განაახლა.  ხურმის ნერგების ადგილას კარალიოკები დარგო, მაგრამ, თითქოს ახლა გაანალიზა ნამდვილი ხურმა სხვა იყო; კარალიოკი შემოდგომის მზეზე, მასავით ნამდვილად არ ჩატკბებოდა.
ნერგებთან პატარა ბიჭი იდგა.
_ხურმის ნერგი გააქვს?..-ხმამაღლა იკითხა კაცმა.
შავგვრემანმა ბიჭმა, ლამაზი სახე და მბზინავი გამოხედვა, რომ ჰქონდა თავი ოდნავ დაუქნია და ჰკითხა:
_რამდენი გინდა?
­­_ერთი, ოღონდ, კარგი ძირი შემირჩიე…
_ერთი რაა? წყვილი მაინც უნდა დარგო, დედალ-მამალი…_თითქოსდა ჭკუა დაარიგა მან.
იქვე, ფიცრებისგან შეკრულ ”სანერგეში” ჩაყრილ მიწაში, ზედაპირულად ჩარგულ ხურმის მომცრო ნერგები მარჯვედ ამოიღო.
_ათი მანეთი!_უთხრა მოჭრით.
მყიდველს არ ესიამოვნა, ასე, მისდა დაუკითხავად, რომ გადაუწყვიტა გამყიდველმა რა და რამდენი ნერგი უნდა ეყიდა.
_რა დედალ-მამალი, მამასხარავებ ბიჭო?!
_არაფერიც, დამტვერიანება თუ არ მოხდა, ისე რათ გინდა…_ნიშნისმოგებით უთხრა ყმაწვილმა.
_ჰო, ჰო ,მაგრამ ხომ გითხარი კარგი ნერგები შემირჩიე მეთქი, ამათ ძირები, სულ მთლად მოშიშვლებული აქვთ.
_ძაანაც კაი ძირებია!_თავხედურად შეესიტყვა ბიჭი.
_რა ახლა ამ ხნის კაცი, კარგს და ცუდს, ვერ ვამჩნევ ვითომ?!
_უკვე ამოღებულია, უკან ჩაბრუნება წაახდენს, კარგად ნახე და მიხვდები, რომ საუკეთესოებს გატან!_მაგრად დაუდგა ბიჭი.
_მეტი რა ნახვა უნდა, ვერ ვხედავ თუ რა?!_გაწიწმატდა იგი.
_კი ხედავ, მაგრამ, ეტყობა ნერგების არაფერი გაგეგება!_როყიოდ თქვა ვიღაცამ.
გზის მიღმა მდებარე ბუჩქებიდან წვერგაბარდნილი დაბალი კაცი გამოვიდა. რაღაცნაირად ჩაკორძებულ, ტოტებდაჭრილ ხეს ჰგავდა.
შემკრთალმა გრიშამ კაცს ამრეზით შეხედა.
_საუკეთესოები შეურჩიე და…_დამცინავად თქვა ბიჭმა.
_არ გრცხვენია, ამ ხნის კაცი ხარ და ბავშვს ჩაგრავ!_თვალები აწყვეტილ ბუღასავით დაუტრიალა წვერგაბარდნილმა,_თუ არ იცი, მე მკითხე, ამ ფესვებმა ბუსუსები თავის მიწაში ჩარგვის მერე უნდა შეიბან…
გრიშა, ორჯერ მეტად იყო ”ჩაკორძებულ” კაცზე მაღალი, მაგრამ იგი ისე დაუნდობელი უცქერდა, რომ მალულად შიში მოეძალა. _გაიხარებს ვითომ?!_იკითხა ორჭოფულად.
_შენ, ოღონდ გადამწვარი ნაკელი ჩააყოლე… არ ინანებ, მამის სულს ვფიცავარ!_ბიჭს ნერგები გამოართვა, ფესვებზე ძველი გაზეთები შემოახვია და კაცს ხელში შეაჩეჩა.
_ არ ინანებ, მერე მადლობასაც მეტყვი…
_ვითომ?_გაუბედავად იკითხა და ხურმის ძირები უნდოდ კვლავ შეათვალიერა.
_მამის სულს ვფიცავარ! თანაც, დღეს, ცხრა აპრილს გარდაიცვალა…_ხაზგასმით დაუმოწმა წვერგაბარდნილმა.
გრიშა დაიბნა.
_რა, დღესაა ცხრა აპრილი?
_რვაში ტელივოზორს უყურებდა, ინერვიულა და ცხრაში დილას გული გაუჩერდა,  პატრიოტი კაცი იყო…
_აცხონოს ღმერთმა, რაღამც მამის სული დაიფიცე…_თავისი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ჩაილაპარაკა. ათმანეთიანი ჯიბიდან უყოყმანოდ ამოიღო. ჩქარობდა, იმ წვეროსანს გაცლოდა.
_მითქვამს არ ინანებ!_თითქოს დაიქადნა გამყიდველმა.
_ღმერთმა ნათელში ამყოფოს…_შეეცადა კაცს მისი აღელვების მიზეზი არ გამოეცნო,  სწრაფად შებრუნდა და იქაურობას გაეცალა.
”ჩაკორძებულის” გაბარდნილი წვერი მასზე მეტისმეტად დამთრგუნველად მოქმედებდა.
ერთი-ორჯერ ნერგების ძირი მიწაზეც გაახოხიალა.
_ასე თუ ახრიგინე, რაღას გაიხარებს! _მიაძახა წვეროსანმა.
_არაუშავს, არაუშავს…_ნერგები ზემოთ ასწია და ძირებით მკერდზე მიიხუტა.
სახეშეხურებული თავგამოდებით მიიჩქაროდა, ახლა, სახელურით დაჭერილი ჩანთა გაახოხიალა მიწაზე, მაგრამ ამას არ დაგიდევდათ. გზად ჩავლილ მიკროავტობუსის მძღოლს, გუმანით, რომ არ ეგრძნო მისი გასაჭირი და მანქანა არ გაეჩერებინა კიდევ დიდხანს ივლიდა, ისე აოტებული.
”შემომტენეს, მაგ ვირიშვილებმა… ოხ, ეს ცხრა აპრილი!” წვალობდა ფიქრში მთელი გზა. მერე შეშინდა ცუდად არ გავხდეო და თავის დამშვიდება სცადა: ”მამის სულს, ტყუილად ხომ არ დაიფიცებდა…”
ნერგები იმ საღამოსვე დარგო, კარგი ადგილი შეურჩია, დამწვარი ნაკელიც საკმარისად ჩაუფინა, მერე გულმოდგინედ რწყავდა და მოთმენლად ელოდებოდა, კვირტს როდის გამოიღებდა რომელიმე მათგანი, მაგრამ არც ერთმა არ გაიხარა.
”უჰ, ეს ცხრა აპრილი…” კაი ხანს იღრინებოდა გუნებაში გრიშა.
”ცხრა აპრილის” გამოისობით მისი”კარიერა”, რომ ჩაესვენა, ეს ფაქტი, ათ მანეთად შეძენილი უვარგისი ნერგების ამბავმა ლამის გადაფარა.
მერე ამ ამბავით ფიქრაწიოკებულს, თავისდა მოულოდნელად ცნობილი ანდაზა აეკვიატა:
”ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია…”
ზოგჯერ ეგონა, თავის ჭკუაზე აღარ იყო.
ალბათ, ასეც გახლდათ; თითქმის გადაჰყვა იმ ორი წამხდარი ხურმის ნერგების დარდს; ვერც ”თავისუფლებას” ჩაატანა გემო და ვერც ”დამოუკიდებლას”…

1999



***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili



***

***

Flag Counter

понедельник, 10 апреля 2017 г.

აუხდენელის ტრფიალში /ნოველა/

*

შეფრენა სანდო ბიჭად ითვლებოდა; რა თქმა უნდა, ეს «სანდოობა”, განსაკუთრებულს, არც არაფერს ნიშნავდა, მით უფროკაიბიჭობას”, უბრალოდ, სხვის ნათქვამს არ გააბაზრებდა; ეს იყო და ეს. უკვე, ძველებურად, არცკაიბიჭობასჰქონდა გასავალიხალხს, ახლა ის უფრო აინტერესებდა, ვინ რა საქმეში ტრიალებდა, რა მაყუთს აბურთავებდა… ”თუ ფული გაქვს ჩემი ხარ…”  აბა ისე, რა თავში ვიხლი შენსსანდოობას”, “კაიბიჭობასდა თუნდაცძველბიჭობასო”, ასე ფიქრობდა უმეტესობა.
რომ ვთქვა წარმოსადეგი და მოხდენილი იყო მეთქი, შეიძლება ვინმე დაინტერესდეს, მაგრამ ამგვარი სანათესაოში საერთოდ არ ჰყავდა და შეიძლება დეჭვდნენ ან ნაბიჭვარია ან აყვანილიო.Aარც, ისეთი ნიშანი გამოჰყოლოდა მის გარეგნობას, ვთქვათ კვარკვალა ან მაყვალივით თვალები, რომ მისი პიროვნების სავიზიტო ბარათად ქცეულიყო. არც ნაკითხობით გამოირჩეოდა, თითქმის სკოლაში ყურმოკრული ცოდნის ამარა დარჩა, მერე კი დაამთავრა ერთი ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, უფრო სწორად, დიპლომი თითქმის იყიდა.
Kდახვეწილი მანერებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმც, არც თავხედი იყო; უბრალოდ, თუ ვინმე დროულად მიანიშნებდა უფრო თავაზიანად მოქცეულიყო, პროტესტს არ გამოთქვამდა. სხვების დედის გინებასაც, ისევე უდრტვინელად ისმენდა, როგორც ვისიმე ქებას... თითქოს საშრობივით იწოვდა ავსაც და კარგასაც. მაგრამ არა, უფრო ატარებდა. ჰო, გამტარი იყო, მაგრამ ყველაფერს ისე ატარებდა, რომ თავად, ნაკლებად იმუხტებოდა იმ ყველაფრისგან. თანატოლები უკომფლიქტო ტიპად აღიქვამდნენ, ამას, ალბათ, ისიც უწყობდა ხელს, რომ მხრებში ოდნავ მოხრილი, სუსტი აღნაგობის ყმაწვილი გახლდათ. ასე რომ, უბანშისანდო ბიჭისსახელი ჰქონდა.U
Mდა ერთხელაც, შეფრენა ქალაქის ელიტაშიგაიჩითა”. მისი უბნელი იმდროინდელი მმართველი ძალის `ხედვებს~ ამბიცურად მორგებული ზისო, ქალაქის მერიაში თვალსაჩინო თანამდებობაზე, რომ გაძვრა, შეფრენა, რიგითი, საამშენებლო ფირმიდან თავის მოადგილედ გადაიყვანა. მაგრამ უკვე ბიჭი ნამდვილად არ იყო, სამოცს გახლდათ მიტანებული, არადა, ქცევები, ისევ ძველებური ჰქონდა. ამბის გაბაზრება არც ახლა უყვარდა.
ცოლად, თავისივე თანაკლასელი, მორცხვი ევა ჰყავდა, თუმც, არც მთლად მორცხვი ეთქმოდა, მაგრამ კლასში კიდევ იყო სხვა ევა, ახტაჯანა და მოჩხუბარ ბიჭივით შემტევი და მისგან გამოსარჩევად ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით წყნარ ევასმორცხვიშეარქვეს.
ქალიშვილები ჰყავდათ, ბუნებით დედამისს ჰგავდნენ, სიტყვაძუნწები იყვნენ, ერთი ცნობილ ბანკში მსახურობდნენ და მიზნად კარიერული წინსვლა ჰქონდათ დასახული.
შეფრენას ცხოვრებაში, გნსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, თუმც, მის გარშემო გამუდმებით ერთი რიარია იყო.
Mმაგრამ ერთხელაც, რომელიღაც პროგრამის განხორციელების ფარგლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად, საზღვრგარეთ ტრენინგებგავლილი ახალგაზრდა კადრი, ოცდაშვიდი წლის შრიანტა დაუნიშნეს. ქალი, გამომწვევი გარეგნობისა გახლდათ, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ რაღაცნაირდ შეკოწიწებული მომხიბვლელობა ჰქონდა. მაგრამ მეტისმეტად ენერგიული ცხოვრების რიტმი ჰქონდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა ნამდვილად ეხერხებოდა; ორი თუ სამი წინადადებაც საკმარისი იყო მთხოვნელისა თუ საჩივრით მოსულის გასაჭირი, რომ ამოეცნო.
Mასე რომ, მოკლე დროში, “ყურადღებიანი გოგოსსახელი დაიმსახურა და მოზომილი ემოციებით დაღდასმული” შეფრენაც მოხიბლა.
საკუთარი ცხოვრების გადახალისების მოწადინე კაცი, მისი სიყვარულით ნამალევად აენთო. Dერთხელაც, მოძალებულ გრძნობას ვერ მოერია, შესვენებაზე, კაბინეტის კარი გამოკეტა, მერე ლურჯი ფანქარი მაგიდიდან აიტაცა, რომელიღაც ბლანკის უკანა მხარეს ჯერ გაბმით დაწერაშრრრ... შრრრ... შრრრ...” და მერე სტრიქონები პოეტურად ჩამოწერა; ანუ ლექსი ამოთქვა.
 არადა, სულ ორიოდე წუთის წინ, ნამდვილად ვერ იფიქრებდა ამას. შეშინდა, ეს რა მომივიდაო, ფურცლის დახევა მოუნდა, მაგრამ ლექსი, ერთხელ კიდევ, რომ წაიკითხა, იფიქრა ჩემი ჭკუის პატრონს, ასე გამართული ლექსი როგორ გამომივიდაო, შეყოვნდა. ზუსტად ამAდროს მდივანმა ლენამ კარზე დააკაკუნა, ბუფეტიდან ყავა და ხაჭაპური ამოგიტანეო.
Kკაცმა ფურცელი,  მაგიდის კიდეში დაწყობილი ბლოკნოტების ქვეშ დამალა.
შეფრენას ძველისძველმა ნაცნობმა დრო იხელთა და მდივანს ფეხდაფეხ შემოჰყვა.
სადილზე მისაპატიჟებლად იყო მოსული, სხვა დროს იგი ნამდვილად უარით გაისტუმრებდა, მისი მონატრების საბაბით, მაგრამ, რომელიღაც საქმის მოსახლაფორთებლად დაუკითხავად შემოჭრილ იმ ნაცნობს. ოღონდ, ახლა, ასე ეგონა, რაღაც დანაშაულზე წაასწრეს და მის ნებას ადვილად დაჰყვა.
წასვლის წინ კაბინეტის კარი გასაღებით საგულდაგულოდ დაკეტა.
Mმაგრამ სულ ორიოდე საათში, იმ ლექსის შინაარსი, თითქმის მთელმა აპარატმა იცოდა, ადრესატად მიჩნეული შრიანტამ ღიმილით თქვა:
_მერე რა მოხდა, გრძნობის გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს აქვს... მშვენიერი ლექსია, ხალხურ სტილში, თითქმის დიდაქტიკური... ალბათ, წინაპარი, ვინმე ხალხური მოლექსე ჰყავდაო.
Mმდივანს, რომელმაც ჩაკეტილი კაბინეტი, შრიანტას მიერ მომზადებული საბუთის მოსაძებნად, სათადარიგო გასაღებით გააღო, ძალზე სურდა ეგ ამბავი მიეჩქმალა, მაგრამ ის ”ბლანკი” შემთხვევით თუ ბედისწერის კანონით, თავად საზოგადოებასთან ურთიერთობების გასაღრმავებლად მოვლენილმა ახალგაზრდა ქალმა აღმოაჩინა. მის სამოქმედო გეგმაში ისიც შედიოდა, რომ აპარატის მუშაკები, ყოველი ჩინოვნიკი უფრო მეტად გახსნილი ყოფილიყო საკუთარი თავის წინაშე, შესაბამისად კი, საზოგადოების წინაშეც.
Dდა იმას, რომ გულჩათხრობილმა განყოფილების გამგის მოადგილემ მოძალებული გრძნობა ლექსად ამოაფრქვია, უადაოდ თავის საქმიანობის წარმატებად თვლიდა.
Aასე, რომ ნაბახუსევზე, სამსახურში მიკონწიალებულ შეფრენას თანამშრომლები ოვაციებით შეხვდნენ. აბა , გაიხსნა ადამიანი, მაგრამ ეს ხომ მისი პირადი ცხოვრება იყო; ასე რომ ვერ მოზომა, თავისი ექსპერიმენტის წარმატებით აღტყინებულმა შრიანტამ.
შეფრენა ამ ემოციების მიზეზს, რომ მიხვდა დაიბნა. გაწითლდა და სუნთქვა შეეკრა, ძლივს მოასულიერეს.
შრიანტა თავს დასტრიალებდა, უხსნიდა, რომ მან აქამდე სრულიად დაფარული ნიჭი გამოამჟღვნა, რომ მასში სასიკეთო გარდატეხა მოხდა, ყურის ბიბილოებიც კი მოუსრისა ნაზად.
შეფრენას ხასიათი გამოუკეთდა, (უკაცრავად, ისე მისი ნმდვილი სახელი შალვა გახლდათ) შრიანტას მზრუნველობამ იმედი გაუღვივა და უნებლიეთ გაიხსენა, აბა როგორ ჩემი ერთი პაპა, დედაჩემის დედის მამა ფშაველი იყო, კაფიაობა უყვარდა და ალბათ ჩემს ძარღვებში იმის სისხლმა იყივლაო.
მაშინ, მე პასუხი სწრაფად უნდა გამეცა, არ მოერიდა საკუთარი თავის მხილებას შრიანტა (უკაცრავად მისი ნამდვილი სახელი შორენა გახლდათ) და მალე საზოგადოებასთან ურთიერთობის დახვეწის თუ გამარტივების პროგრამაში, ახალი ჩანაწერი გაჩნდა: “ათწუთიანი შესვენება კაფიაობისათვის, თანამშრომელთა განმუხტვის მიზნით).
შეფრენანოვატორულადგამოიყურებდა, მისი ლექსის სათაურიაუხდენელის ტრფიალშიიმავ დღეს მოარულ ნიშნისმოგებად იქცა.
Lლექსაც ბევრი უქებდა. თავად კი, ფიქრში უკვე თავმომწონედ ღიღინებდა:

რა დაგიშავე ქალაუ,
რათა ხარ, ასე ტურფაო,
მე რაღაი ვქნა, ასაკ მაქვს,
დამიწუნებენ ლტოლვასა...
გული თავისას არ იშლის,
ისევ ნედლია ჭარმაგი,
ვაითუ, ხელი წამიცდეს,
მიწვევ და გამითამამდი
წადილი ისე ჩაგვითრევს,
ჭკვა ვერ იქნება თავდები,
ისა სჯობს, ცოტა დავუნჯდე,
მივჩქმალო გულისნადები...
შენ ტოლს მოძებნი, აამებ,
არAჩაგეთვლება ცოდვადა,
აუხდენელის ტრფიალში,
ვინძლო შეგრჩები მუზადა...

მოკლედ, შეფრენა გამააყებული გახლდათ, თუმც ამას მალავდა.
ეს ლექსი საგანგებოდ დავტოვე წაიტრაბახა მერე, მაინტერესებდა რა რეაგირება ექნებოდა ჩვენს ექსპერიმენტატორს, ახალი იდეის ჩაწოდება მინდოდაო.
Eეგ უკვე გამოწვევაო, მიუხმატკბილა ახალგაზრდა, საზღვარგარეთ ტრენინგებგავლილმა ქალმა, ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია, არ მეგონა ჩვენი ხელმძღვანელი ასეთ ნიჭს თუ ფლობდაო.
სიურპრიზი შენ მერე ნახეო, გათამამდა კაცი და გულში თავდაპირველი გრძნობა, კვალავ შეუთამაშდა.
შალვა შინ გალაღებული დაბრუნდა, გზაში მანქანის საჭესთან სულ თავის შედევრს ამუღამებდა. “საინტერესოა, პასუხად რას დამიწერს, მგონი, მოსწონს, ასე მოხერხებულად, რომ გავეარშიყე...” გაიფიქრა ერთგან და მეხსიერებაში შემორჩენილი თავის პაპას მიესიყვარულა. “იქნებ, დამაწინაურონ კიდეც...” წამოუსკუპდა გონში..
სახლს, რომ მიუახლოვდა, მაინც ძველმა სიფრთხილემ იჩინა თავი და გადაწყვიტა ამ მოულოდნელი სამსახურებრივი ექსპერიმენტისშესახებ არც არაფერი გაემხილა.
Mმაგრამ ბინაში შესულს ცოლმა, ისე ზიზღით შეხედა, კაცი უმალ წახდა.
_აუხდენელის ტრფიალში არა, ერთი მე მკითხე!_ჯიქურ მიახალა.
Aამგვარი მხილებით განიარაღებული შეფრენა დაიბნა.
_რა აუხდენელი?!_გაუბედავად ჩაილუღლუღა.
_გაგიკვირდა ხომ? ყველა შენი ნაბიჯი ვიცი, აბა რა გეგონა, წავიდა ის დრო ამ სახლის ამბების გარდა, არაფერი რომ არ მომეკითხებოდა.
_რა აუხდენელი?!_ჩაიხვია კაცმა.
_ერთი მე მკითხე, ამდენი წელია შენთან ვცხოვრობ და მიყვარხარო, წესიერად არც კი გითქვამს,_ერთი მე მკითხე, მე მკითხე ერთი, ბარე, ოცდაათი წლის ცოლქმარი ვართ და ამ ხნის მანძილზე, ამ ხნის მანძილზე ორგაზმი ერთხელაც არ განმიცდია!_მორცხვი ევა ნამდვილად არ გავდა საკუთარ თავს.
შეფრენაც არ გავდა შეფრენას, გაოგნებული მიჩერებოდა ქალს.
_რა ვიცი სულ კვნესოდი და კრუსუნებდი?!_უნებლიეთ ჩაილაპარაკა თავდაცვის მიზნით.
_აბა ჰო, აუხდენელის ტრფიალში..._ჩაუქარაგმა უცებ ცოლმა, სახეზე ერთიანად მოდებოდა სიწითლე.
Kუცებ კანკალმა მოიცვა და წამლების მისაღებად სამზარეულოსკენ გაქანდა.
შეფრენა საშინლად შეურაცხყოფილი იყო, მაგრამ ხმის გაღებას ვეღარ ახერხებდა. “კიდევ კარგი, გოგოები, ჯერ რომ არ დაბრულებულან...” უმწეოდ გაიფიქრა მერე. თავის ოთახში შევიდა და საწოლზე პირქვე დაემხო.
ეს ორგაზმი, საიდან მოიგონა?!”
Aახლა გაახსენდა, რომ არც არასდროს დაინტერესებულა, რას განიცდიდა ევა, როცა მას საალერსოდ მიეძალებოდა. Uუბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ ცოლიც სიამოვნებას განიცდიდა, აბა, ასე გამბით, ტყუილად ხო მარ კვნესისო, ფიქრობდა გულუბრყვილოდ. ფიქრში,Fუნებლიეთ მისსიმორცხვესასუსვამდა ხაზს; მორცხვია, მაგრამ, მაინ ვერ ითმენს და გამომწვევად კვნესისო...
Dდა აი, უცებ...
     მგონი, თავიდან დაეწყო ეს კლიმაქსი, არ იცის, რა ლაპარაკობს...” ცდილობდა საკუთარი თავის დამშვიდებას.
Mმაგრამ მის მოტივსმორცხვი ევასნიშნისმოგებით ნათქვამი ატერორებდა:
    აბა ჰო, აუხდენელის ტრფიალში...”
2013

***


***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili




 ***
Flag Counter