вторник, 28 февраля 2017 г.

”ინგრამა” (ნოველა)

(ნოველა)


გაკაპასებულმა ქალმა აცრემლებული გამხდარი ბიჭი დარაჯთან მოიყვანა და ულტიმატუმის ენით უთხრა:
-თქვენთან უნდა დავტოვო!
-კი ბატონო…-ჩვეულებისამებრ ღიმილით მიუგო კაცმა,-მერე ბიჭს დაუყვავა…-დამშვიდდი, შენისთანა ვაჟკაცს ტირილი სულაც არ უხდება
ბიჭმა იმედიანი მზერა მიაპყრო. წამოიკვნესა.
პედაგოგმა დაუნდობლად დასძახა:
-გაჩუმდი, გაჩუმდი მეთქი, ხმა არ გაიღო!-საკამზე ძალით დასვა,-ხომ ხედავ, მამაშენი იგვიანებსიჯექი აქ და არ გაინძრე!
ბავშვი უფრო შეშინდა, ცდილობდა ტირილი შეეკავებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა, მის მკერდში გულს თითქოსდა ბაგაბუგი გაჰქონდა. დარაჯი მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ პედაგოგი ისევდააცხრა”:
-ნუ ტირიხარ, მოვა მამაშენი და მერე რამდენიც გენებოს იღრიალე!..
დათრგუნვილი ბიჭი ცრემლების შემშრალებას ვერ ახერხებდა. მოლამაზო სახის, მსხვილკისერა და მსხვილთეძო-ბარძაყოვანი ქალბატონი კი არ ცხრებოდა. დერეფანში შემორჩენილი პატარები, ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ. შორიახლო, თავისთვის მოსაუბრე მასწავლებლები, ამ ამბისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ. დარაჯი თავისას ცდილობდა, მაგრამ გაანჩხლებული ქალის ყვირილში ყმაწვილის დამშვიდება, არ ხერხდებოდა
-თქვენ წაბრძანდით, დარჩეს ჩემთთან, მივხედავ, მოვა მამამისი და ჩავაბარებ…-დელიკატურად შეეცადა ბავშვის გამოხსნას დარაჯი. მაგრამ ბავშვმა კვლავ წამოიტირა და ქალმაც უმალვე ჩამოჰყვირა:
-გაჩუმდი, გაჩუმდი მეთქი!-ჩამოგრძელებული ვარდისფერი ყურის ბიბილოები უცნაურად შეუთამაშდა.
-ასეთ მშვენიერ ქალბატონს, ასე გაცხარება სულაც არ გიხდებათ…-მიაგება მან. ქალი შეყოვნდა, წამით იჭვნეულდა შეაჩერდა, და მერე თითქოს მის გულწრფელობაში დარწმუნდაო, გაუღიმა
-მომკლა ამათმა ჭირვეულობამ, წინ და უკან უნდა სდიო, მშობელი კი წესიერ მადლობასაც არ გეტყვის
-ქალბატონო, ესენი განსაკუთებული თაობაა, უმეტესობა ინდიგო ბავშვები არიან
-ვიინ?!-აიმრიზა ქალი.
დარაჯი მიხვდა შეცდომა დაუშვა, მაგრამ უკან დახევაც არ ივარგებდა.
-მაგათ, ასევე, ახალი ცნობიერების ადამიანებს, ათასწლეულის ბავშვებს, ზეციურ მოციქულებს, იისფერ რასის წარმომადგენლებს ეძახიანიმისი თქმა მინდა, რომ განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან
-მერე, ესაა ნიჭიერი, ეს ბატი, ესა, ჩემი სახელი ვერა და ვერ დაიმახსოვრა?!-ქილიკის საბაბი მიეცა ქალს.
-კლარალათინურიაღნიშნავდა ნათელს…-მინიშნებებით ჩაიჩურჩულა ბიჭმა. კაცმა ძლივს შეიკავა სიცილი.
მსხვილკისერამ ბავშვის ნათქვამი ვერ გაიგო, მაგრამ რაღაც იეჭვა.
-თქვენ ნუ მოცდებით ქალბატონო, მგონი სხვა ბავშვები გელოდებიან…-კვლავ თავისებურად გამოესარჩლა დაშინებულ ყმაწვილს დარაჯი.
-აბა რა, იქ, კიდევ მყვანან ეგეთი ბატები…-ქალი, როგორც იქნა გაეცალა იქაურობას.
ბიჭმა წამოისლოკინა და ოდნავ დამშვიდდა.
-შენ, მართლაც ნიჭიერი ხარ, უბრალოდ ვერ გიგებენ, მაგრად დადექი, შენი დროც მოვა…-გაამხნევა მოსარჩლემ.
-ვიცი…-თქვა ბიჭმა. თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა.
ინგრამა არაა გონივრული აზრის მქონე ჩანაწერი. ეს უბრალოდ ჩანაწერების სერიაა, იმ ტიპის ანაბეჭდებისა, რომელიც ისეთივეა, როგორც ნემსის ცვილზე გასმისას დატოვებული კვალი. ამ ანაბეჭდებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სხეულისთვის, ჩართვის მომენტამდე, სანამ არ აღმოცენდება აბერაცია და ფსიქოსომატური დაავადებები…” გაახსენდა კაცს კარგა ხნის წინათ წაკითხული რონ ხაბარდის შეგონება. და ფიქრი მექანიკურად გააგრძელა: ”ზოგჯერ არაერთაზროვანი რეპუტაციის მქონე მოძღვრებაც დროულად შეგახსენებს თავს…”
-ახალ სიხშირეზე გადასვლა ჩვენს პედაგოგებსაც, რომ შეეძლოთ, ნაკლები თავსატეხი გაგიჩნდებოდა…-ნიშნის მოგებით უთხრა პატარას,-კომპიუტერი ხომ გიყვარს?-ღიმილით ჰკითხა მერე.
ბავშვმა ხალისიანად დაუქნია თავი.
-ოღონდ კერპად ნუ გაიხდი, შენმა თაობამ აზროვნების უნარი უნდა გაიღრმავოს, მახვილი ინტუიცია კი დაგებედათ, მაგრამ მთლად მზამზარეულად კი არ მოვა ყველაფერი…-ურჩია და უნებლიეთ იგრძნო ნამეტნავად გაუტია. ”მეორე კლასელია, რაებს ვეუბნები…”, უცებ თითქოს ლურჯი ფერის აურა გაუკრთა თვალწინ.
-ჰო, მესმის…-თითქოს დაამშვიდა ბავშვმა. ამ დროს მამამისიც შემოვიდა, ცხვირბასრი და თვალებკაუჭა კაცი. ბრაზიანად შეაცქერდა შვილს.
-არ გინდა…-ურჩია დარაჯმა,- ისედაც დაშინებულია
-
ჰო, დილით გამაბრაზა და ვუთხარი უკან არ წაგიყვან მეთქი…-თითქოს თავი მოიწონა მან.

-ჰოდა, შენი წილი, მასწავლებლისგან ამას ერგონიჭიერებს ხშირად ვერ უგებენ, თუ კაცი ხარ თავიდან არ აატირო, ცოდოა, შენ უნდა შეეშველო ვითარებაში გაერკვეს…-გამაფრთხილებლად უთხრა.
მან თვალი აარიდა. იფიქრა ეს კაცი მთლადდარაჯსარ ჰგავსო, წამომდგარ ბავშვს ხელი მორჩილად შეახო მხართან; მიანიშნა წავიდეთო. გამხნევებული ბავშვითავისიანადშეგულებულს კეთილად უღიმოდა, მერე მამას ხალისიანად გაჰყვა. დარაჯი ისევ მოძალებულ ფიქრს დაუდარაჯა: ”იმ ინგრამებით ამ ვაჟბატონს და მსხვილკისერას გვარიანად ააქვთ დასერილი ტვინის დუნდულები... ბავშვობიდან გაავებული თაობა, ზეციურ მოციქულებსაც ებრძვის...”

*
2010
ჯანრი გოგეშვილი


***

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili



воскресенье, 26 февраля 2017 г.

გენეტიკით ჩასაფრებული (ნოველა)

(ბიოგრაფიულ მოვლენათა ერთობლიობიდან; სად, ვინ, როგორ, რა ფერებში... _ ანუ, არც არაფერი ხდებოდა თითქოს...)


გენეტიკით  ჩასაფრებული


_მძულს შენი ნაწერები!_მომაძახა მანშევეჭვდიხომ არ მომესმა მეთქიმაგრამ რომ მივიხედეცოტა არ იყოს გაბოროტებით მიცქერდა.
_ძალიან კარგი…-მივუგე მხიარულად.
_რომანებიცზღაპრებიცმოთხრობებიცწერილებიც და შენი იუმორიც!!!_დამიზუსტა მიზანდასახულად.
_როგორ გამახარეარც მეგონა ჩემს ნაწერებს თუ ასე კარგად იცნობდი?!_
ცოტა არ იყოს სიამაყის გრძნობა დამეუფლა.
გამომწვევად მომშტერებოდაალბათ ფიქრობდაჩემი აზრი გააღიზიანებსშემესიტყვება და დასალევად გავიტყუებო.
ან იქნებდიდი ხნის სურვილი აისრულა.
ჰომშრალ ხიდთან შემხვდაერთმანეთი დიდი ხანი არ გვენახაინსტიტუტში ერთად ვსწავლობდითთითქოსდაერთი სამეგობრო გვაკავშირებდაასე ვთქვათხელოვანთა წრის წარმომადგენლად მოჰქონდა თავი.
ბაბუაჩემი მაგარ ლექსებს წერდამაგრამ არ უბეჭდავდნენონიშნისმოგებით მიმანიშნა ერთი-ორჯერ.
მომიტანე წავიკითხავ მეთქიდახმარების სურვილით შევთავაზე ერთხელ.
შეფარვით აიმრიზაშენ ვერ გაუგებო და ერთი სტროფი სასინჯად მოაყოლა.
სუსტი მეჩვენამაგრამ არაფერი მითქვამს.
ჩემი დიდი პაპაც ხატავდაოამაყად გაგვიმხილა ერთხელაც სუფრასთან შეზარხოშებულმამაგარი ნახატები ჰქონდამაგრამ სურათების გამოფენის საშუალება არა და არ მისცეს და თავი მიანებაო.
თავადაც ხატავდამაგრამ ღირებული არც არაფერი ჰქონდა შექმნილი.
ჩემთან მეგობრობას კი ცდილობდათუმცჩასაფრებულს ჰგავდაშენი ნაწერის წაკითხვა მიჭირსოშეპარვით გამიმხილა ლიტერატურაზე საუბრისას.
მერე ნუ წაიკითხავ მეთქიმხიარულად დავამშვიდეგრძნობდარომ ჩემთვის უმნიშვნელო იყოთუ რას ფიქრობდა ჩემს ნოველებსა თუ მოთხრობებზე
დავამთავრეთ ინსტიტუტიჰოდაუსწრებელზე ვსწავლობდით, (თუ იმას, საერთოდ სწავლა ერქვა) წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ თუ გვიწევდა შეხვედრა და ისე დავცილდით ერთმანეთსჩვენი მისამართების დაზუსტებაც კი არ გაგვხსენებია.
და აიათიოდე წლის შემდეგ მშრალ ხიდთან გადავეყარეწვერმოშვებული იყოთვალები ამღვრეული ჰქონდანალოთარს ჰგავდაყურმოკრული მქონდა ”ბარიგებში ტრიალებდაზოგ-ზოგს კი ანტიკვარიული ნივთების გაყიდვაში ეხმარებოდა
მემწერლობაში უკვე გარკვეული სივრცე მქონდაძაან ცნობილი ნამდვილად არ ვიყავი, (არც ახლა ვარმაგრამ ჩემს ტექსტებს ინტერესით კითხულობდნენათთუნდაც ოცი ათასი ტირაჟით გამოცემული ჩემი რომანები მკითხველებამდე ადვილად აღწევდა.
იმ ხანადერთ წიგნად შეკრული ორი რომანი ”გამთენებელი ღამისა და ”…რომელსა შენ მდევნი…” ახლომახლო გამოფენილ წიგნების გამყიდველების მაგიდებზეც შეხვდებოდით.
ჰოდა მანაცისეთითქოს წინა დღეს დავცილდით ერთმანეთსოხუთი მანეთი ხომ არ გექნებაოჯიბიდან ათმანეთიანი ამოვიღე და პერანგის ჯიბეში ჩავუდე.
სადმე ხომ არ გადაგვეკრაო შემომთავაზა უმალ.
ახლა არ შემიძლიასამზე შეხვედრა მაქვს მეთქი.
ისევ პროზაში ხაროგამკილავი კილოთი მკითხა.
ჰოადრეჩემთან საუბრისასხაზგასმით აღნიშნავდამწერლობაში უპირველესი პოეზიაა და არა პროზაო. ერთხელშევეცადე ამეხსნარომ მთავარი ისაავინ როგორ წერსნაღდი მწერალი,გინდ მოთხრობებს წერდესგინდაც პუბლიცისტი იყოს,აუცილებლად პოეტური მუხტის მატარებელია მეთქი. მაგრამ იგი თავისას მიმტკიცებდაპოეტსროცა მოესურვებამაშინ გახდება პროზაიკოსიპროზაიკოსი კი ნამდვილ ლექსს ვერც ვერასოდეს დაწერსოსერიოზულად არ აღვიქვამდი მის ამგვარ ახირებას და არც საკამათოდ მიღირდა.
და ახლა მის ”ორაზროვნულ მინიშნებაზე გულიანად გამეცინაარა რაზეზოგჯერ ლექსიც გამომდის მეთქი და უცებ ექსპრომტად მივუქარმაგე:

ჩემო სიცოცხლევრა გინდა მითხარ,
რად მეპრანჭები სულის ღრიჭოში
შავბნელ ფიქრებში ამაოდ თრთიხარ,
გარეთ გამოდიღია მინდორში

შეცბადაბნეული შემომაჩერდა.მეჩვენა ”ცაიტნოტში” ჩავარდა.
მე კიმხარზე ხელი შევახეკეთილად გამოვემშვიდობეგზას ხალისიანად გავუყევი.
და მანაც დამადევნა:
_მძულს შენი ნაწერები!
რა თქმა უნდამეჩვენარომ იხუმრამაგრამ ისიც ვიგრძენიშურისმაძიებლური ნოტარომ ჟღერდა მის ხმაში.
უნებლიეთჩემთვის უსარგებლო ნახმარი ნივთების თვალიერებას შევუდექი.
მერე გამახსენდარომ პაპამისს მხატვრობაში მოეცარა ხელიბაბაუამისს პოეზიაშიმამამისსმამას იშვითად ახსენებდაერთხელ წამოცდა მაგარი გამოგონებები ჰქონდამაგრამ ვერ უგებდნენ და გალოთდაო.
არ ვჩქარობდი იქურობას გავცლოდი.

იქნებ ველოდიისევ შემეხმიანება მეთქირომ მივიხედეხიდზე მიჩაქჩაქებდა.


2000
ჯანრი გოგეშვილი